ავტორი:

დევიდ ბეკჰემის 5-მილიონიანი იახტა და მდიდრული არდადეგები მაიამიში (ფოტოები)

დევიდ ბეკჰემის 5-მილიონიანი იახტა და მდიდრული არდადეგები მაიამიში (ფოტოები)

დევიდ ბექჰემი პაპარაცებმა მაიამიში თავის ძვირადღირებულ იახტაზე დააფიქსირეს. 4 შვილის მამა ბორტზე კმაყოფილი სახით იწვა და მზეზე ირუჯებოდა. დევიდი მაიამიში მეუღლე ვიქტორია ბექჰემსა და შვილებთან ერთად ისვენებს.

წყვილი სამოგზაუროდ ჯერ ევროპაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც მაიამის მიაშურეს.

როგორც გამოცემა The Sun იტყობინება, 47 წლის ფეხბურთელს თავის თვალწარმტაც იახტაში 5 მილიონი ფუნტი აქვს გადახდილი. იახტა დევიდ ბექჰემმა 2021 წელს შეიძინა ოჯახისთვის საშობაო საჩუქრად.

იახტას ინგლისის ნაკრების ყოფილი მოთამაშის მაისურის ნომრის მიხედვით Seven ეწოდა. დევიდთან დაახლოებული წყაროს ცნობით, ყოფილმა ფეხმურთელმა იახტის დიზაინზე თვითონ იზრუნა.

"ეს არაა ისეთი იახტა მილიონრებს რომ აქვთ, მაგრამ საკმაოდ მდიდრულად ითვლება" - წერს გამოცემა.

წყარო: thesun

მოამზადა: ანა სიბოშვილმა