ავტორი:

რა ხდება ბიჭვინთის აგარაკებთან დაკავშირებით? -  აფხაზეთის "საკონსტიტუციო სასამართლომ" აგარაკების რუსეთისთვის გადაცემაზე განაცხადი ე.წ. პარლამენტს უკან დაუბრუნა

რა ხდება ბიჭვინთის აგარაკებთან დაკავშირებით? -  აფხაზეთის "საკონსტიტუციო სასამართლომ" აგარაკების რუსეთისთვის გადაცემაზე განაცხადი ე.წ. პარლამენტს უკან დაუბრუნა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლომ "ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის" რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმების მასალები ე.წ. პარლამენტს უკან დაუბრუნა.

ე.წ. საკონტიტუციო სასამართლოს აპარატის დე ფაქტო ხელმძღვანელის განცხადებით, დოკუმენტი იურიდიულად გამართული არ იყო, რადგან განმცხადებელმა მიმართვაში უნდა მოიყვანოს თავისი პოზიცია დადგენილ საკითხზე და წარმოადგინოს მისი სამართლებრივი საფუძველი.

დე ფაქტო პარლამენტს შეუძლია 3 დღის განმავლობაში გაასაჩივროს მოთხოვნის უკან დაბრუნების გადაწყვეტილება და ახლიდან გაგზავნოს მიმართვა ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლოში იურიდიული ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ.

აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემისა და მისი გამოყენების წესის შესახებ ე.წ. შეთანხმებას 2022 წლის 19 იანვარს მოეწერა ხელი, თუმცა საზოგადოებისთვის ცნობილი რამდენიმე კვირის წინ გახდა, რასაც ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებთა მწვავე პროტესტი მოჰყვა.

ამავე თემაზე: