უკრაინის პოზიცია რუსეთთან მოლაპარაკებებში უნდა შედგებოდეს ოთხი კომპონენტისგან, საიდანაც ყველა მათგანი იარაღს ეხება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა "ტვიტერის“ გვერდზე განაცხადა.
მისი განმარტებით, მოლაპარაკებებში სწორი პოზიციისთვის უკრაინას უნდა ჰქონდეს როგორც თავდაცვითი, ასევე კონტრშეტევების განსახორციელებლად აუცილებელი უახლესი სამხედრო ტექნიკა.
"იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციასთან ვისაუბროთ, უნდა გვქონდეს მოლაპარაკებების სწორი პოზიცია. ის შედგება 4 მარტივი კომპონენტისგან: 1. შორი რადიუსის არტილერია; 2. ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, რათა დავიცვათ ქალაქები; 3. თავდასხმის დრონები - საუკეთესო მონადირეები; 4. ჯავშანტექნიკა კონტრშეტევებისთვის“,- განაცხადა პოდოლიაკმა.