ავტორი:

ქართველი პარლამენტარის "ლაქშერული" დასვენება კუნძულზე - ბექა ოდიშარია მეუღლესთან და ცნობილ დიზაინერთან ერთად საბერძნეთშია (ფოტოები)

ქართველი პარლამენტარის "ლაქშერული" დასვენება კუნძულზე - ბექა ოდიშარია მეუღლესთან და ცნობილ დიზაინერთან ერთად საბერძნეთშია (ფოტოები)

ზაფხულის არდადეგები ქართველ პოლიტიკოსებსაც შეეხოთ. ალბათ მათი დიდი ნაწილი დამშვიდებული ისვენებს, რადგან დაანონსებული პოლიტიკურად ცხელი ზაფხული არ შედგა...

მაგალითად, დეპუტატი ბექა ოდიშარია მეუღლესთან, მაკუნა გამცემლიძესთან ერთად საბერძნეთში კუნძულ მიკონოსზე ისვენებს. წყვილთან ერთად არაჩვეულებრივ დროს ატარებენ დიზაინერი ნინა ზარქუა და მისი მეუღლე სპორტსმენი ალექსანდრე ამისულაშვილი.

მაკუნა გამცემლიძეს იმიჯი აქვს შეცვლილი და მუდმივად დავარცხნილი მარკეტინგის სპეციალისტი კულულებით იწონებს თავს. როგორც კომენტარებში აღნიშნავენ ეს ვარცხნილობა ძალიან მოუხდა.

ნინა ზარქუა და მაკუნა გამცემლიძე

რაც შეეხება ნინა ზარქუას, სამი შვილის დედა არაჩვეულებრივ ფორმაშია და საცურაო კოსტიუმით პოზირებს. ნინას სთორებიდან ჩანს, რომ მეგობრები საღამოს ბუნგალოებში ერთობიან და დროს არაჩვეულებრივად ატარებენ...