ავტორი:

"ვერ ვეტყვით, რომ ვერ დაგიყოლიეთო. ვუთხარი, "პაპას" გადაეცით, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს რომ დააბრუნებს, მერე დავუწერ მუსიკას-მეთქი..." - რა შეუთვალა დათო ევგენიძემ პუტინს?

"ვერ ვეტყვით, რომ ვერ დაგიყოლიეთო. ვუთხარი, "პაპას" გადაეცით, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს რომ დააბრუნებს, მერე დავუწერ მუსიკას-მეთქი..." - რა შეუთვალა დათო ევგენიძემ პუტინს?

"რუსებს ვუთხარი, "პაპას“ გადაეცით, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს რომ დააბრუნებს, მერე დავუწერ მუსიკას-მეთქი“ - დათო ევგენიძე

დათო ევგენიძე ისეთივე გულწრფელი მოსაუბრეა, როგორიც მისი მუსიკა და ლექსებია. მის ინტრევიუს გაზეთი "კვირის პალიტრა" აქვეყნებს, რომლიდანაც გთავაზობთ ფრაგმენტს:

- ორი ფესტივალი ჩავატარე: ერთი კლასიკური მუსიკის, მეორე ბათუმში - ქართულენოვანი სიმღერების ფესტივალი. ბოლო წლებია საქართველოში ვარ და ჩემი პირადი გეგმებიც გაჩერებული მაქვს. ვეძებ ახალგაზრდა ნიჭიერ მუსიკოსებს და ვცდილობ გზა გავუკვალო.

რუსეთში მაქვს დამთავრებული კონსერვატორიაც, ასპირანტურაც და ჩემი პირველი ბალეტიც დიდ თეატრში დაიდგა, მერე მარიას თეატრში, ინტენსიურად ვთანამშრომლობდი რუსეთთან.

- დღეს თუ თანამშრომლობთ და ვისთან გაქვთ კონტაქტი?

- თანამშრომლობა 2008 წლის 8 აგვისტოს შემდეგ შეწყდა, საქართველოში დავბრუნდი. რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის ომს, როგორ შეიძლება სხვა აზრი არსებობდეს, ვიყავი და ვარ იმ ქართველთა რიცხვში, რომლებიც აპროტესტებენ ამ უსამართლო კაცისმკვლელ ომს.

- უკრაინაში თუ გაქვთ კავშირები?

- ბევრი მეგობარი მყავს, ვინც ჩემთან ერთად კონსერვატორიაში სწავლობდა, ლვოვშიც, კიევშიც, ოდესაშიც...

- 2008 წლის შემდეგ რუსეთთან საბოლოოდ გაწყვიტეთ კავშირი?

- არა, ერთადერთხელ ჩავედი, 2013 წელს, ფიოდორ ბონდარჩუკი ჩემი მეგობარია, მის ყველა ფილმზე ნამუშევარი ვარ, იუბილე ჰქონდა. მაშინ შემომთავაზეს 3 უმნიშვნელოვანეს პროექტზე მუსიკალური პროდიუსერობა, მაგრამ, საქართველოში დავბრუნდი. მერეც ბევრი შემოთავაზება იყო, ვიმუშავე რამდენიმე ფილმზე, რომელთაც სახელმწიფო არ აფინანსებდა. რეზო გიგინეიშვილის რამდენიმე ფილმისთვის დავწერე მუსიკა, ერთი კერძო კომპანიისთვისაც... იქ, სადაც სახელმწიფო იყო დამფინანსებელი, არც ერთი პროექტის მუსიკა არ დამიწერია. არაერთხელ კონცერტების ჩატარებასაც მთხოვდნენ, მაგრამ აღარ ჩავსულვარ.

- უარის მიზეზს გეკითხებიან?

- მიზეზი ნათქვამი მაქვს. ყირიმის ანექსია რომ მოხდა პირველად, დოკუმენტურ-მხატვრული ფილმის "ყირიმის დაბრუნება" რეკონსტრუქცია გააკეთეს. რუსები თვლიდნენ, რომ დაიბრუნეს, კი არ წაართვეს. სცენარი რომ წავიკითხე, ვიცოდი, ამ ფილმისთვის არ დავწერდი მუსიკას. პროდიუსერი ყოველ დარეკვაზე ჰონორარის თანხას ზრდიდა. თითქმის ნახევარ მილიონამდე რომ ავიდა, ვუთხარი, ვერ ხვდებით, რომ არ გიწერთ მუსიკას-მეთქი?! მითხრეს - რუსულად "პაპას" ეძახიან იმ კაცს, იცით, ვისაც ვგულისხმობ - ანუ მამას ვერ ვეტყვით, რომ ვერ დაგიყოლიეთო. ვუთხარი, "პაპას" გადაეცით, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს რომ დააბრუნებს, მერე დავუწერ მუსიკას-მეთქი. არ ვიცი, რა ქნეს, მაგრამ დღემდე მისტირიან ჩემს მუსიკას.

- დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა მეგი გოგიტიძის რუსეთში გასტროლებზე წასვლას.

- ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია ეს საქციელი. მართალი გითხრათ, დაინტერესებული არ ვარ მისი შემოქმედებით, მაგრამ ფაქტი რომ გავიგე, მერე მოვუსმინე და უკვე მაქვს ჩემი პირადი აზრი მის შემოქმედებაზე. რაც შეეხება ქართველი მომღერლის ნაბიჯს, 8 აგვისტოს წინ და რუსეთ-უკრაინის ომის დროს მოსკოვში წავიდეს და კონცერტი ჩაატაროს, ჩემთვის გაუგებარია. ვერაფრით გავამართლებ. გააგრძელეთ კითხვა