ავტორი:

"ცივი ომი" ვიქტორია ბეკჰემსა და მის რძალს შორის - ბეკჰემის ოჯახში სკანდალია - რატომ არ ელაპარაკება რძალ-დედამთილი ერთმანეთს

"ცივი ომი" ვიქტორია ბეკჰემსა და მის რძალს შორის - ბეკჰემის ოჯახში სკანდალია - რატომ არ ელაპარაკება რძალ-დედამთილი ერთმანეთს

ვიქტორია ბეკჰემსა და მის რძალს, ნიკოლა პულს შორის ყინულივით ცივი კედელი აღიმართა და როგორ გამოცემა page six წერს, მათ შორის "ცივი ომია.“

ნიკოლა პულცი ბეკჰემების რძალი ახლახანს გახდა. ის დევიდისა და ვიქტორიას უფროსი ვაჟის, ბრუკლინ ბეკჰემის ცოლია, მედიის ინფორმაციით, ნიკოლასა და ვიკის შორის ქორწილამდეც დაძაბული ურთიერთობა იყო.

“ისინი ერთმანეთს ვერ იტანენ და არც ელაპარაკებიან“, - ამბობს წყარო ოჯახთან დაახლოებული წყარო.

მისივე ცნობით, ნიკოლა პულცს არ სურდა რომ ქორწილის დაგეგმვის რომელიმე ნაწილში ჩართული ყოფილიყო მისი დედამთილი და ამიტომაც, მათ შორის მინიმალური კომუნიკაცია იყო.

ქორწილის შემდეგ კი რძალ-დედამთილს შორის ურთიერთობა საერთოდ შეწყდა.

ყველაფერი კიდევ უფრო მაშინ გართულდა, როცა ბრუკლინ ბეკჰემმა ერთ ერთ-გამოცემასთან ინტერვიუში თავის ცოლს ახალი მისის ბეკჰემი უწოდა. როგორც ტაბლოიდი წერს, ეს ვიქტორიას სასტიკად არ მოეწონა.

წყაროები ამბობენ, რომ პულცი ეჭვიანობს, რადგანაც ვიკი მსოფლიოში აღიარებული და პოპულარულია. მედიის ცნობით, ბეკჰემების რძალს შურს იმ სიყვარულის, რომლითაც მისი დედამთილი საზოგადოებაში სარგებლობს.