ავტორი:

"პროცესები უნდა გადავიდეს ქუჩაში - არა "შევიკრიბეთ და დავიშალეთ“, არამედ პროტესტი უნდა იყოს გათვლილი იქნება საბოტაჟსა და პარალიზებაზე" - ზურა ჯაფარიძე

"პროცესები უნდა გადავიდეს ქუჩაში - არა "შევიკრიბეთ და დავიშალეთ“, არამედ პროტესტი უნდა იყოს გათვლილი იქნება საბოტაჟსა და პარალიზებაზე" - ზურა ჯაფარიძე

საბოლოო ჯამში, პროცესები უნდა გადავიდეს ქუჩაში და ისეთი ტიპის პროტესტი უნდა იყოს, რაც ხელისუფლებას ხელს შეუშლის ქვეყნის მართვაში. არა "შევიკრიბეთ და დავიშალეთ“, არამედ ისეთი პროტესტი, რომელიც გათვლილი იქნება საბოტაჟსა და პარალიზებაზე, - ამის შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში“ განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, ერთადერთი გზა, რამაც "ქართულ ოცნებას“ შესაძლოა, ძალაუფლება დაათმობინოს, ქუჩის პროტესტია.

"არ ვიცი, რა იქნება სექტემბერში, ის, რომ შეიძლება ოპოზიციის გეგმა არსებობდეს, სექტემბრიდან ეს მოხდება, ასეთი რამ არ არის. არსებობს ალბათობა, რომ საპროტესტო ტალღასავით იყოს, თუმცა, კონკრეტულად რა იქნება, თქმა გამიჭირდება. ბევრი რამ ჯერ კიდევ გააზრების სტადიაშია. ჩვენი პარტია ფიქრობს, რომ საბოლოო ჯამში, პროცესები უნდა გადავიდეს ქუჩაში და ისეთი ტიპის პროტესტი უნდა იყოს, რაც ამათ ხელს შეუშლის ქვეყნის მართვაში. არა "შევიკრიბეთ და დავიშალეთ“, არამედ ისეთი პროტესტი, რომელიც გათვლილი იქნება საბოტაჟსა და პარალიზებაზე და ა.შ. ერთადერთი გზა, რომ ამათ დაათმობინო ძალაუფლება, სხვას აზრი არ აქვს და ნაცადია ბევრჯერ“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.