ავტორი:

"ჩხუბი თეიმურაზის კაბინეტში დაიწყო, რასაც სროლა მოჰყვა" - სისხლიანი დაპირისპირება ექიმებს შორის: ვინ არის დაკავებული 80 წლის მედიკოსი?

"ჩხუბი თეიმურაზის კაბინეტში დაიწყო, რასაც სროლა მოჰყვა" - სისხლიანი დაპირისპირება ექიმებს შორის: ვინ არის დაკავებული 80 წლის მედიკოსი?

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორის გიორგი გალდავას დაჭრის ფაქტზე დაკავებული ექიმი თეიმურაზ ბეჟანიძეა.

როგორც ირკვევა დაპირისპირება სწორედ მის კაბინეტში მოხდა, რასაც სროლა მოჰყვა. სროლის შედეგად კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის გენერალური დირექტორის, გიორგი გალდავა მხარჭია დაჭრილი.

თეიმურაზ ბეჟანიძე

მომხდართან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,1942 წელს დაბადებული თ.ბ., განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 აგვისტოს, თბილისში, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე დაწესებულების დირექტორი - 1972 წელს დაბადებული გ.გ.

ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს“,- აღნიშნავენ უწყებაში.

რაც შეეხება დაჭრილის მდგომარეობა, როგორც ცნობილია, მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია.

"52 წლის მამაკაცი შემოყვანილია ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით. დაზიანებულია მარჯვენა მხრის ძვალი. ასევე კიდევ ერთი შემავალი ჭრილობა იყო, არის ღვიძლის შემხები დაზიანება. პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი ოპერაციული ჩარევები. განხორციელდა ასევე ტრავმატოლოგიის მიერ ქირურგიული ჩარევა. ამოღებულია ლითონის უცხო სხეული. ოპერაცია სრულყოფილად ჩატარდა. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური,“ - განაცხადა ექიმმა დაჭრილის მდგომარეობის კომენტირებისას.

ნახეთ კადრები, რომელიც ცოტა ხნის წინ შსს-მ გაავრცელა: