ავტორი:

"დილიდან ზაპოროჟიეს ელექტროსადგური უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის რისკით მუშაობს" - უკრაინის ეროვნული ატომური ენერგოგენერირების კომპანია

"დილიდან ზაპოროჟიეს ელექტროსადგური უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის რისკით მუშაობს" - უკრაინის ეროვნული ატომური ენერგოგენერირების კომპანია

დღეს დილიდან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რადიაციული და სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის რისკით მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ატომური ენერგოგენერირების კომპანია „ენერგოატომი“ ავრცელებს.

„ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთ დღეში ორჯერ დაბომბვა რუსული ჯარების მიერ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით, სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა ქარხნის უსაფრთხო მუშაობას. ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის შედეგად, ერთ-ერთ ენერგობლოკზე გააქტიურდა საგანგებო დაცვა, სამი მოქმედი ენერგობლოკიდან ერთი გამორთულია. დაბომბვის შედეგად სერიოზულად დაზიანდა აზოტ-ჟანგბადის სადგური და კომბინირებული დამხმარე შენობა. წყალბადისა და რადიოაქტიური გაჟონვის რისკები რჩება, ასევე მაღალია ხანძრის საშიშროება“,- ნათქვამია განცხადებაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ სადგურის უკრაინელი პერსონალი აგრძელებს მუშაობას ოკუპაციის ქვეშ და ყველა ღონეს მიმართავს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე ზიანის შედეგების აღმოსაფხვრელად.