ავტორი:

გორთან ავტოსაგზაო შემთხვევისას, 3 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვები

გორთან ავტოსაგზაო შემთხვევისას, 3 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვები

გორის შესასვლელთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, დაშავებულთა შორის ორი ბავშვია.

შემთხვევა კარალეთი-გორის მონაკვეთზე მოხდა, ერთმანეთს BMW-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო მიკროავტობუსი შეეჯახა.

ავარიის შედეგად, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი - ახალგაზრდა ქალი და მისი ორი შვილი დაშავდა. დაშავებულებს სახისა და კიდურების არეში ეკსკორაციები და დაჟეჟილობა აღენიშნებათ, სამივე მათგანი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან.