ავტორი:

"ოკუპანტებმა შვილები, ცოლები, მამები დაგვიხოცეს... მკლელები რომ არ გვიყვარს ქსენოფობები ვართ?! არ მივესალმები რუს ტურისტებს, დამიძახეთ გოიმი" - გიორგი უშიკიშვილი

"ოკუპანტებმა შვილები, ცოლები, მამები დაგვიხოცეს... მკლელები რომ არ გვიყვარს ქსენოფობები ვართ?! არ მივესალმები რუს ტურისტებს, დამიძახეთ გოიმი" - გიორგი უშიკიშვილი

საქართვლოში რუსი ტურისტების რიცხვი სულ უფრო იზრდება, რაც საზოგადოების დიდ ნაწილში უკმაყოფილებას იწვევს.

მომღერალმა გიორგი უშიკიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში საკუთარი სასტუმროს მაგალითზე ოკუპანტი ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტების აგრესიაზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ის მათ ჩამოსვლას არ მიესალმება.

"ორი თვეა, რაც სასტუმრო გავხსენი და ჩემთან ჯერ არ დადიან რუსი ტურისტები, მაგრამ გვქონდა ერთი შემთხვევა. ერთ-ერთმა რუსეთის მოქაქლემ გააპროტესტა ჩვენი სასმელი, რომელიც უკრაინის ფერებშია და ჰქვია "სლავა უკრაინა". გვითხრა, რომ რატომ წერია ეს და რატომ არ არის "სლავა რასია". რა თქმა უნდა პასუხი მიიღო. ამით იმის თქმა მინდა, რომ ისინი საკმაოდ აგრესიულები არიან ჩვენ სოლიდარობის მიმართ, რომელსაც უკრაინისადმი გამოვხატავთ.

ჩვენი საზოგადოება ისეთ რამეებს ითმენს, რასაც როგორც წესი, არ ითმენდა. მაგალითად, ოკუპანტების სიმბოლო Z გამოჩენას ქალაქში, მაგალითად, იმას, რომ მიმტანები რუსულად საუბრობენ და ქართულად არ გელაპარაკებიან... ღლიცინში გადავიდა ეს ყველაფერი სოციალურ ქსელში. მეშინია, რომ ამ ღლიცინ-ღლიცინში ქვეყანა არ დავკარგოთ.

ჩემი სასტუმროდან ერთ კილომეტრში გიორგი ანწუხელიძე ცხოვრობდა! როგორ წარმოგიდგენიათ რუსი ტურისტები მივიღო და რუსული სიმღერები ჩავურთო.

ოკუპანტებმა შვილები, ცოლები, მამები დაგვიხოცეს და როგორ უნდა მიყვარდეს? კი ბატონო დამიძახეთ ქსენოფობი.

მკლელები რომ არ გვიყვარს ქსენოფობები ვართ?! რაც გინდათ ის დამიძახეთ, კი ბატონო ვარ გოიმი” – განაცხადა გიორგი უშიკიშვილმა.