ავტორი:

როგორ გაანადგურა რუსეთმა ქართული ეკლესიები 2008 წელს - GRASS -ის კვლევა

როგორ გაანადგურა რუსეთმა ქართული ეკლესიები 2008 წელს - GRASS -ის კვლევა

"საქართველოში დაიკეტა 1200-ზე მეტი ეკლესია, ზოგი მთლად დანგრეულ იქმნა" , - ეს არის ამონარიდი უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას სიტყვიდან, რომელიც 1924 წელს სასამართლო პროცესზე წრმოთქვა. სწორედ ეს ფრაზა წაუმძღვარეს კვლეევას, სათურით: "როგორ გაანადგურა რუსეთმა ქართული ეკლესიები 2008 წელს", რომელიც რასამთავრობო ორგანიზაციამ "საქართველოს რეფორმების ასოციაცია" (GRASS) ჩაატარა.

კვლევაში თანახმად, 2008 წლის 7-12 აგვისტოს რუსეთმა სქართველოში 15 ძეგლი დაბომბა, მათგან 10 ეკლესია, 5 კი მუზეუმი, მათ შორის ივანი მაჩაბლის სახლ-მუზეუმი. 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ კი რუსმა სამხედროებმა წვრთნების შედეგად 7 ეკლესია ააფეთქეს. მათ შორისაა მე-9 საუკუნის ორი ძეგლი - წმინდა გიორგის ეკლესია სოფელ ქემერტსა და ტაძარი სოფელ ქურთაში.

წმინდა გიორგის ეკლესია სოფელ ქემერტში

კვლევის ავტორები 2008 წლის აგრესიიდან პარალელს ავლებენ ოკუპანტების დღევანდელ ქმედებებზე უკრაინაში. მათი თქმით, უკრაინა არ არის პირველი, სადაც ოკუპანტები ტაძრებს აოხრებენ, აგრესორი ქვეყანა მაშინაც და ახლაც ერთნაირად იქცევა. კვლევაში წარმოდგენილია სატელიტური ფოტოები, რომელზეც ასახულია ის ადგილები, სადაც ოკუპანტებმა ტაძრები და კულტურული ძეგლები გაანადგურეს.

"UNESCO-ს მონაცემებით, 24 თებერვლიდან დღემდე, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში 53 კულტურული ობიექტი დაბომბეს, მათ შორის 29 რელიგიური დაწესებულება, 16 ისტორიული შენობა, 4 მუზეუმი და 4 ძეგლი.

ივანი მაჩაბლის სახლ-მუზეუმი

გასაოცარი მსგავსებაა 2008 წლის აგვისტოსთან, როცა რუსული არმია საქართველოში შემოიჭრა. თავდაპირველად, პუტინმა საქართველოსთან კულტურულ და სულიერ კავშირებს რიტორიკულად გაუსვა ხაზი, ცოტა ხნის შემდეგ კი რუსულმა ბომბებმა ქართული კულტურული ძეგლები გაანადგურეს. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია კი ისტორიული ღირებულებების მქონე ქრისტიანული ადგილების განადგურებას არც მაშინ და არც ახლა აპროტესტებდა.

2008 წელს, სამხედრო მოქმედებების ცხელი ეტაპის დასრულების შემდეგ, რუსეთმა საქართველოში 15 რელიგიური და კულტურული ძეგლი დაბომბა", - წერენ კვლევის ავტორები.

იხილეთ კვლევა