ავტორი:

ლაშა ტალახაძე მესამე ქალიშვილის მამა გახდა

ლაშა ტალახაძე მესამე ქალიშვილის მამა გახდა

ორგზის ოლიმპიური და მრავალგზის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ძალოსანი ლაშა ტალახაძე მესამე შვილის მამა გახდა. ამის თაობაზე ინფორმაციას სოციალურ ქსელში ძალოსანთა ნაკრების ექიმი გიორგი ჭინჭარაული ავრცელებს.

"ლაშა ტალახაძეს და ანუკი დემურიას ვულოცავ მესამე ქალიშვილის შეძენას - 4.200 კგ. 54 სმ. კიდევ ერთი დიიიდი ტალახაძე მოევლინა ქვეყანას", - წერს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ჭინჭარაული.