ავტორი:

"თანამდებობას ვტოვებ პირადი განცხადებით - მთელი ცხოვრება არავისთან მქონია დაპირისპირება, ეს კარგად დაიმახსოვრეთ" - ამირან გამყრელიძე

"თანამდებობას ვტოვებ პირადი განცხადებით - მთელი ცხოვრება არავისთან მქონია დაპირისპირება, ეს კარგად დაიმახსოვრეთ" - ამირან გამყრელიძე

"მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, არავისთან მქონია დაპირისპირება, ეს კარგად დაიმახსოვრეთ - მე არავის ვუპირისპირდები", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ის თანამდებობას პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრო დაადგენს, რა ვადაში მოხდება გადაბარების პროცესი.

"გარდამავალი პერიოდი იქნება და სამინისტრო დაადგენს რა ვადაში. დიდი დაწესებულებაა და ასე მარტივად, ერთ დღეში ვერ მოხდება, უნდა მოხდეს გადაბარება. მე ვტოვებ პირადი განცხადებით. მე, მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, არავისთან არ მქონია დაპირისპირება, ეს კარგად დაიმახსოვრეთ. მე არავის ვუპირისპირდები“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში“ განაცხადა, რომ ამირან გამყრელიძე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ტოვებს, მას დროებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ჩაანაცვლებს.