ავტორი:

"ჩვენ ეს არ გვინდოდა" - თურქული სერიალის მთავარ როლში გამოჩენილი ქართველი მსახიობის გამო ფანებს შორის დაპირისპირებაა - ნანა სტამბოლიშვილი სოცქსელების ახალი ვარსკვლავია

"ჩვენ ეს არ გვინდოდა" - თურქული სერიალის მთავარ როლში გამოჩენილი ქართველი მსახიობის გამო ფანებს შორის დაპირისპირებაა - ნანა სტამბოლიშვილი სოცქსელების ახალი ვარსკვლავია

ორი კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ თურქულ სერიალ Emanet ("სხვისი შვილის“) მესამე სეზონში ქართველი დიზაინერი და მოცეკვავე ნანა სტამბოლიშვილი ითამაშებდა. ამ სიახლემ ქართველ მაყურებელში განსაკუთრებული სიხარული გამოიწვია. სერიალი უკვე ორი წელია, რაც ერთ-ერთი ქართული არხის ეთერში გადის. მას უამრავი ადამიანი უყურებს და სეჰერისა და იამანის სიყვარულს გულშემატკივრობენ.

  • ნანა სტამბოლიშვილმა მთავარი გმირი, ცნობილი თურქი მსახიობი, სილა თურქოღლუ შეცვალა. მეორე სეზონის ფინალი სილას გარეშე გადაიღეს, რადგან ქალი მოულოდნელად სერიალიდან წავიდა.
სილა - მსახიობი, რომელიც ნანა სტამბოლიშვილამდე სერიალში მთავარ როლში იყო

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში სერიალის მესამე სეზონის პირველი თიზერი გავრცელდა, სადაც ნანა და თურქი მსახიობი, მთავარი როლის შემსრულებელი ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანი ჩანან. მართალია, ქართველი მაყურებელი ამან ძალიან გაახარა, მაგრამ ისეთივე აღფრთოვანებით არ შეხვედრიან სერიალის სხვა, უცხოელი გულშემატკივრები.

სერიალის "იუთუბის" ოფიციალურ არხზე გამოქვეყნებულ თიზერს აკრიტიკებენ ესპანელი და რუმინელი მაყურებლები. სერიალი მათ ქვეყანებშიც გადის და პოპულარულია.

ისინი მსახიობ სილა თურქოღლუს დაბრუნებას სთხოვენ და წერენ, რომ მის გარეშე მესამე სეზონის ყურებას აზრი არ ექნება...

"ვფიცავ, ვიტირე როდესაც სეჰერის მაგივრად სხვა დავინახე. გამორჩეული და დაუვიწყარი სიყვარული ჰქონდათ იამანსა და სეჰერს. ვერ გავუძლებ იამანის იმ მზერას, რომელმაც ყველაფერი თქვა პირის გაღების გარეშე, როდესაც სეჰერს უყურებდა... ჩემი ღამეები ისეთივე აღარ იქნება ამ ორის გარეშე...“

"მე დიდ პატივს ვცემ ახალ მსახიობს, მაგრამ მაგიას, რაც გვაიძულებდა "სხვისი შვილის“ თითოეული სერიით გვეცხოვრა, მხოლოდ სეჰერი, იამანი, იუსუფი ქმნიდნენ. რა სირცხვილია ასეთი ლამაზი ისტორიის ასე დასრულება. ახალ გმირს არაფერს ვერჩი, მაგრამ ეს არ არის, რაც ჩვენ გვინდოდა...“

"ვწუხვარ, მაგრამ ჩემთვის მომავალ სეზონს სილას გარეშე აზრი არ აქვს, ეს არაფერს ნიშნავს. ყველას აქვს არჩევანის უფლება, მე უკვე ავირჩიე. სილას გარეშე ჩემთვის სერიალი დასრულდა. მათ ჰქონდათ ჯადოსნური და ფეთქებადი დუეტი და სამწუხაროდ ვერ დააფასეს.“

"მიუხედავად ამდენი ვარაუდისა, იმედი მქონდა, რომ სილა დაბრუნდებოდა, მაგრამ მას ჩემი სრული მხარდაჭერა აქვს და ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ. ჰალილს ძალიან ვაფასებ, მაგრამ მე-3-ე სეზონს არ ვნახავ, ვერ გავუძლებ იამანის ყურებას სხვა გოგოსთან ერთად, თუნდაც ფიქცია იყოს. მე შემიყვარდა სეჰერის და იამანის სიყვარული."

  • "სიკაშკაშე აკლია, ჰალილმა და სილამ მთვარესა და მზესავით ერთმანეთისგან აიღეს ენერგია და ბრწყინვალება. ბოდიში, თრეილერმა დამარწმუნა, რომ კომპანიას შეცდომა აუდიტორიის შემცირებად დაუჯდება. ცნობილია, რომ მსახიობი ნანა ჯერ კიდევ ზამთარში ჩამოიყვანეს სილას წასვლისთვის მოსამზადებლად. საშინელი საქციელია გულშემატკივრებთან...“

"არ მინდა ამ გოგოს გრძნობებს შევეხო, მაგრამ სილა შეუცვლელია და სერიალი მის გარეშე წარმოუდგენელია. ნუთუ მართლა ასეთი სიყვარულის შემდეგ, იამანი თავის ლამაზ სიტყვებს სეჰერის გარდა სხვა გოგოს ეტყვის? წარმატებებს ვუსურვებ ყველას, განსაკუთრებით ამ გოგოს, იმედია იმსახურებს ჰალილის წინ დგომას და თავის ნიჭს დაამტკიცებს...“

"მე არ ვარ ის, ვინც სერიალებს უყურებს, მაგრამ Emanet ჩემთან რთულ მომენტში მოვიდა, გაურკვევლობისა და იმდენი უცნაური განცდის გადატანა მიწევდა, რაც ამ პანდემიაში დაგვემართა. მაშინ ეს იყო პატარა სინათლე, რომელმაც მიაღწია ჩემ გულს... დღეს მადლობას ვუხდი ხალხს, ვინც სერიალი ესპანურად თარგმნეს, მაგრამ იმედგაცრუებამ ძალიან მწარე გემო დამიტოვა", - წერენ კომენტარებში.

  • აღსანიშნავია, რომ მსგავს განხილვებს ქართველი მსახიობისთვის პოპულარობა მოაქვს და ის ნანა სტამბოლიშვილი ახლა სოციალურ ქსელებში ის სახელია, რომელსაც ხშირად განიხილავენ.

მას ჯერჯერობით მედიისთვის ინტერვიუა არ მიუცია. თიზერის გამოსვლის შემდეგ, მხოლოდ მოკლე ფეისბუქ სტატუსით შემოიფარგლა, სადაც წერდა, რომ ახლა ნამდვილად შეეძლო სერიალში მისი მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია დაედასტურებინა.