რუსეთის თავდასხმა ქალაქ ბახმუტზე გასულ თვეში მისი ყველაზე წარმატებული ღერძი იყო დონბასის რეგიონში, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, მიუხედავად ამისა, ამ მიმართულებით რუსებმა 30 დღის განმავლობაში მხოლოდ 10 კმ-ით წინ წაწევა მოახერხეს, დონბასის სხვა ნაწილებში კი - მხოლოდ 3 კილომეტრით, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია, ვიდრე დაგეგმილი ჰქონდათ.
“მიუხედავად ამ ტერიტორიებზე არტილერიის მუდმივი გამოყენებისა, რუსეთმა ვერ შეძლო საკმარისი რაოდენობის საბრძოლო ქვეითი ძალების მობილიზება უფრო მნიშვნელოვანი წინსვლის უზრუნველსაყოფად”, - აცხადებენ უწყებაში