ავტორი:

უკრაინამ "მარცვლეულის დერეფნის" საშუალებით ექსპორტზე სოფლის მეურნეობის 370 ათას ტონაზე მეტი პროდუქცია გაიტანა

უკრაინამ "მარცვლეულის დერეფნის" საშუალებით ექსპორტზე სოფლის მეურნეობის 370 ათას ტონაზე მეტი პროდუქცია გაიტანა

"მარცვლეულის დერეფნით“ 9 დღიანი მუშაობის შედეგად უკრაინიდან სოფლის მეურნეობის 370 000 ტონაზე მეტი პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია "უკრაინის საზღვაო პორტების ადმინისტრაციაზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

"მარცვლეულის დერეფნის“ საშუალებით ცხრა დღის განმავლობაში უკრაინის პორტები 12 გემმა დატოვა, რომლებმაც 370 ათას ტონაზე მეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია მსოფლიოს 7 ქვეყანაში გაიტანეს და ერთი გემი ჩერნომორსკის პორტში დასატვირთად შევიდა“, - აცხადებენ "უკრაინის საზღვაო პორტების ადმინისტრაციაში“.

ამასთან, ცნობილია, რომ დღეს დილით ჩერნომორსკის პორტი კიდევ ორმა გემმა დატოვა. გემი RAHMI YAGGI 5.3 ათას ტონა საკვებს თურქეთს მიაწვდის, OCEAN LION-ი კი 65 ათას ტონა სიმინდს სამხრეთ კორეაში ჩაიტანს.