ავტორი:

მეჰრიბან ალიევას ვარსკვლავური სტილი - აზერბაიჯანის პირველი ლედის შთამბეჭდავი ვიზუალი თურქეთში ვიზიტისას (ფოტოები)

მეჰრიბან ალიევას ვარსკვლავური სტილი - აზერბაიჯანის პირველი ლედის შთამბეჭდავი ვიზუალი თურქეთში ვიზიტისას (ფოტოები)

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, მეუღლესთან მეჰრიბან ალიევასთან ერთად თურქეთში იმყოფება. ისინი ქვეყანას საქმიანი ვიზიტით პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით სტუმრობენ.

საზოგადოების ყურადღება აზერბაიჯანის პირველი ლედის, მეჰრიბან ალიევას ჩაცმის სტილმა მიიპყრო. მეჰრიბანი, რომლის სტილიც აღიარებულია, ხშირადაა მსოფლიოს მედიის განხილვის საგანი. მიიჩნევა, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი ქალია.

აზერბაიჯანის პირველი ლედი ამჯერადაც შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. მეჰრიბანს ეცვა თეთრი კაბა, რომელიც აღმოსავლური ელემენტებით იყო გაფორმებული.

მედიაში აზერბაიჯანის პირველი ლედის სტილს ვარსკვლავური უწოდეს. დაათვალიერეთ ფოტოები: