ავტორი:

"ვფიქრობ, რომ კაბაევა ფარული ოპერაციაა... ინფორმაცია, რომ ის პუტინის ცოლი იყო, თავდაპირველად კრემლმა გაავრცელა" - რას ჰყვება პუტინის რეჟიმს გაქცეული რუსი ბიზნესმენი?

"ვფიქრობ, რომ კაბაევა ფარული ოპერაციაა... ინფორმაცია, რომ ის პუტინის ცოლი იყო, თავდაპირველად კრემლმა გაავრცელა" - რას ჰყვება პუტინის რეჟიმს გაქცეული რუსი ბიზნესმენი?

წლებია, რაც უცხოურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ცოლთან ოფიციალურად გაყრის შემდეგ. ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევაზე საიდუმლოდ დაქორწინდა. უფრო მეტიც, ამბობენ, რომ მასთან რუსეთის პრეზიდენტს ოთხი შვილი ჰყავს. ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ კაბაევა კიდვე ერთ შვილს, გოგონას ელოდება, რომლის მამაც თითქოს ასევე პუტინია... ბოლო დროს მედიაში წერდნენ იმასაც, რომ პუტინმა თავის ცნობილ იახტას "შეჰერეზადა“ სწორედ კაბაევას პატივსაცემად დაარქვა, რადგან ქალს ასე მოიხსენიებენ სპორტულ წრეებში...

თუმცა, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილმა დეპუტატმა ბიზნესმენმა ილია პონომარევმა, რომელიც პუტინის რეჟიმს აშშ-ში გაექცა, დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინსა და ყოფილ ტანმოვარჯიშეს, ამჟამად პირადი ურთიერთობა არ აქვთ. პონომარევი ამას მხოლოდ თავისი წყაროებზე დაყრდნობით ამტკიცებს...

"მე ვფიქრობ, რომ კაბაევა ფარული ოპერაციაა. მაქვს ბევრი მტკიცებულება იმისა, რომ ის პუტინის ცოლი არ არის. ვფიქრობ, რომ მისი შვილებიც არ არიან პუტინის შვილები", - განაცხადა ბიზნესმენმა.

მისი თქმი, აქვს ინფორმაცია ვინ შეიძლება იყოს რეალურად კაბაევას შვილების მამამ, მაგრამ ინტერვიუში გვარის დასახელებისგან თავი შეიკავა, რადგან საქმე სხვის პირად ცხოვრებას შეეხებოდა. თუმცა, მისი თქმით, კაბაევა კვლავ მჭიდრო ურთიერთობაშია რუსეთის პრეზიდენტთან.

"ის ასრულებს გარკვეულ მნიშვნელოვან დავალებას. რა თქმა უნდა, ის და პუტინი არიან "კარგი მეგობრები", მაგრამ მას მხოლოდ გარეკანის როლი აქვს და კრემლის დიქტარორის პირადი ცხოვრების საფარია. თავდაპირველად ინფორმაცია, რომ კაბაევა პუტინის ცოლი იყო, კრემლმა გაავრცელა. მე ეს ნამდვილად ვიცი, რადგან ვიცნობ ადამიანებს, ვინც ამას აკეთებდნენ“, - თქვა პონომარევმა.

ბიზნესმენის თქმით, პუტინსა და კაბაევას შორის რომანის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას "დიდად დაეხმარა“ რუსი ბიზნესმენი ალექსანდრე ლებედევი, გაზეთ "მოსკოვის კორესპონდენტის“ გამომცემელი. 2008 წლის აპრილში, გაზეთმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინი და კაბაევა ქორწილისთვის ემზადებოდნენ. პუტინმა ამ პუბლიკაციის საპასუხოდ განაცხადა, რომ მასში "არცერთი სიტყვა არ იყო სიმართლე“ და რომ "ნეგატიური დამოკიდებულება აქვს მათ მიმართ, ვინც თავისი გრძელი ცხვირით და ეროტიკული ფანტაზიებით დაცოცავს სხვისი ცხოვრებაში." იმავე თვეში ლებედევმა გაზეთი დახურა.

ბიზნესმენის თქმით, ამ ინფორმაციის გავრცელებას ხელმძღვანელობდა რუსეთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტის ბორის ელცინის ყოფილი პრესმდივანი, სერგეი იასტრჟემბსკი.

"ამის შემდეგ, ლებედევს წასვლის უფლება მისცეს. ის ცხოვრობს იტალიაში, ტკბება ცხოვრებით. მაგრამ კაბაევას შესახებ ინფორმაციის გავრცელება მისი დიდი პროექტი იყო, რაც მან წასვლის წინ გააკეთა", - თქვა პონომარეევმა.

ჭორები, რომ პუტინს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა პირველი არხის "ვრემიას“ წამყვან ეკატერინა ანდრეევასთან და საოპერო მომღერალ ანა ნეტრებკოსთან, პონომარევმა არც დაადასტურა და არც უარყო.

"ეს არ ვიცი, მეც ბევრჯერ მომისმენია, მაგრამ ვერ დავადასტურებ. მხოლოდ იმაზე ვსაუბრობ, რაც მეტ-ნაკლებად დადასტურებულად ვიცი", - ამბობს ყოფილი დეპუტატი.

პონომარევმა ასევე თქვა, რომ პუტინი ბისექსუალია (ადამიანი, რომელსაც სექსუალურად იზიდავს როგორც მამაკაცები, ასევე ქალები). თუმცა, ამ შემთხვევაშუ პონომარევს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება.

მედიის ცნობით, 38 წლის კაბაევა და 69 წლის პუტინი ურთიერთობაში 2008 წლიდან არიან, პრესის მტკიცებით, მათ უკვე ოთხი შვილი ჰყავთ. მსოფლიო მედია წერდა იმასაც, რომ უკრაინაში ომის დაწყების დღიდან პუტინის საიდუმლო ცოლ-შვილი შვეიცარიაში "კერძო და ძალიან უსაფრთხო შატოში“ ცხოვრობდნენ.