ავტორი:

"მამამისს სიმსივნე რომ დაემართა, მკურნალობის ხარჯებს ვერ აუდიოდნენ და საზღვარგარეთ დაიწყო სიარული" - პოლონეთში 35 წლის ქართველი მამაკაცი გარდაიცვალა

"მამამისს სიმსივნე რომ დაემართა, მკურნალობის ხარჯებს ვერ აუდიოდნენ და საზღვარგარეთ დაიწყო სიარული" - პოლონეთში 35 წლის ქართველი მამაკაცი გარდაიცვალა

პოლონეთში საქართველოს 35 წლის მოქალაქე, სენაკელი ზური ქვარცხავა გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა. გარდაცვლილი მეგობრის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი გულის შეტევით გარდაიცვალა.

"პოლონეთში დადიოდა სამუშაოდ, განსაკუთრებით მას შემდეგ, გაუჭირდა ოჯახს, რაც ზურის მამას სიმსივნე დაემართა. მკურნალობის ხარჯებს ვერ აუდიოდნენ და ამიტომ დაიწყო პოლონეთში სიარული. სამწუხაროდ, მამა გარდაეცვლა და ერთი წლის წლინ კოვიდით დაიღპა ზურის დედაც. დაოჯახებული არ იყო , ერთი ძმა ჰყას და ის გერმანიაში ცხოვრობს. გულის შეტეით გარაცვლილა. ვინც იცნობდა, ყელა იტყვის, რომ ზედმიწევნით წესიერი და კეთილი ადამიანი იყო. ახლა გადმოსვენების ამბავს არკვევენ და უახლოეს დღეებში მოხერხდება, როგორც ამბობენ."- განაცხადა ambebi.ge -სთან გარდაცვლილინ მამაკაცის მეგობარმა.