ავტორი:

ბათუმში, ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა - დაშავდა ხუთი ადამიანი

ბათუმში, ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა - დაშავდა ხუთი ადამიანი

ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.

როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, დაშავებულები ბათუმის კლინიკაში არიან გადაყვანილი.

ადგილობრივების თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევა გვირაბთან მოხდა, სადაც ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.

ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.