ავტორი:

"აბა, გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან? დიახ, გაუფასურდება ლარი, როგორ შეიძლება ადამიანებმა ამოისუნთქონ" - რას წერს ოთო აბესაძე

"აბა, გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან? დიახ, გაუფასურდება ლარი, როგორ შეიძლება ადამიანებმა ამოისუნთქონ" - რას წერს ოთო აბესაძე

ეკონომისტი, პროფესორი ოთო აბესაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მომავალი კვირიდან საქართველოში ლარი გაუფასურდება.

"ეროვნულმა ბანკმა 40 მლნ. დოლარი შეისყიდა! აბა, გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან? დიახ, გაუფასურდება ლარი! ლარი ზედმეტად მყარდებოდა და როგორ შეიძლება ადამიანებმა ამოისუნთქონ! არ არის დღევანდელი მონეტარული პოლიტიკა იმ სიძლიერის, რომ მარტივად აიტანოს 40 მლნ. დოლარის დანაკლისი. სჯობს მიუშვა და დაიჭიროს ბუნებრივი წონასწორობა, ვიდრე ხელოვნურად რეგულირდებოდეს. ბუნებრივი წონასწორული წერტილი ბევრად ეფექტურია ეკონომიკისათვის და ბევრად სტაბილური ბიზნესისთვის, ვიდრე პოლიტიკურ ნიავზე და სტრუქტურებზე დაფუძვნებული ვალუტის კურსი.

P.S. საქართველოს ეკონომიკა, რომელიც არის სუსტი და აქვს 11% - იანი ინფლაცია ვერ შექმნის “ხელოვნურ” კურსს ‼️ არ გვაქვს მაგის ფუფუნება" - წერს ოთო აბესაძე "ფეისბუქში".