ავტორი:

"უკრაინას აქვს შანსი, ხერსონი ორ თვეში გაათავისუფლოს" - არესტოვიჩი

"უკრაინას აქვს შანსი, ხერსონი ორ თვეში გაათავისუფლოს" - არესტოვიჩი

უკრაინას აქვს შანსი, ორ თვეში გაათავისუფლოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

"იმიტომ, რომ გარკვეული რიტმებია. ახლა კი ჩვენ უნდა ვნახოთ რას გააკეთებენ ჯარები, რომლებიც იქ გადაისროლეს. ასევე, 20-მდე ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე დგას. მათ შეუძლიათ წავიდნენ როგორც ზაპოროჟიეში, ასევე ხერსონში. ”- განმარტა მან“, - განმარტა მან.

არესტოვიჩის თქმით, "ნორმალური" ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი 650-700 კაცისგან შედგება, თუმცა რუსების მიერ ხერსონის ოლქში განთავსებული ტაქტიკური ჯგუფების შემადგენლობაში 400-500 სამხედროა.

მანამდე სამხედრო ექსპერტმა სერგეი გრაბსკიმ გამოთქვა ვარაუდი, რომ პირველი დიდი ქალაქი, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის შედეგად გათავისუფლდება შეიძლება იყოს არა ხერსონი, არამედ მელიტოპოლი.