ავტორი:

"სამედიცინო პერსონალი სიტუაციაში ვერ გაერკვა და სპორტსმენთან ზურამ მიირბინა" - როგორ გადაარჩინა ზურაბ კახაბრიშვილმა ტუნისელი ძიუდოისტი სიკვდილს? (ვიდეო)

"სამედიცინო პერსონალი სიტუაციაში ვერ გაერკვა და სპორტსმენთან ზურამ მიირბინა" - როგორ გადაარჩინა ზურაბ კახაბრიშვილმა ტუნისელი ძიუდოისტი სიკვდილს? (ვიდეო)

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ კახაბრიშვილმა ტუნისელი ძიუდოისტი გოგონა სიკვდილს გადაარჩინა. შემთხვევა , ეკვადორის ქალაქ გუაიაქუილში მოხდა, სადაც, იუნიორ ძიუდოისტებს შორის, მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება.

ინფორმაციას საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია ავრცელებს.

"ზურაბ კახაბრიშვილმა ტუნისელი ძიუდოისტი გოგონა სიკვდილს გადაარჩინა. შემთხვევა სულ ახლახანს, ეკვადორის ქალაქ გუაიაქუილში მოხდა, სადაც, იუნიორ ძიუდოისტებს შორის, მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება.

ტუნისელმა ძიუდოისტმა გონება მას შემდეგ დაკარგა, რაც მას მეტოქემ გდება გაუკეთა. მსაჯმა, მცირე პაუზის შემდეგ, სამედიცინო პერსონალს მოუხმო, რომელიც, კადრებიდანაც ჩანს, რომ სიტუაციაში ვერ გაერკვა. სპორტსმენთან სწრაფად მიირბინა ზურაბ კახაბრიშვილმა და მას ხელოვნური სუნთქვა და გულის მასაჟი ჩაუტარა და სიკვდილს გადაარჩინა" - წერია ინფორმაციაში.

ნახეთ ვიდეო: