ავტორი:

"როცა სადმე მივფრინავ, ჩემთან სახლში დედა მოდის და იბარებს ყველაფერს.... სახლები გვაქვს საქართველოსა და ბელარუსშიც" - ქეთა თოფურიას ინტერვიუ ოჯახსა და შვილებზე

"როცა სადმე მივფრინავ, ჩემთან სახლში დედა მოდის და იბარებს ყველაფერს.... სახლები გვაქვს საქართველოსა და ბელარუსშიც" - ქეთა თოფურიას ინტერვიუ ოჯახსა და შვილებზე

უკვე წლებია რაც ქეთა თოფურია რუსეთში სტაბილურად პოპულარულია. მიუხედავად მისი ორი ქორწინებისა, მაინც ახერხებს, რომ ყვითელი მედიის ყურადღების ცენტრში იშვიათად მოექცეს. რუსულ მედიაში ასევე იშვიათად ქვეყნდება ქეთას ინტერვიუები. ამჯერად ერთ-ერთი რუსული საიტი მომღერალის ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს. გთავაზობთ შემოკლებულ ვერსიას, სადაც თოფურია, ოჯახსა და შვილებზე საუბრობს:

- პანდემიამ რაიმე გავლენა მოახდინა თქვენს საკონცერტო ტურნეებსა და შემოსავალზე?

- დიახ, ყველაზე რთული პერიოდი იყო პანდემიის დასაწყისში, მერე ნელ-ნელა ყველაფერმა დაიწყო მუშაობა და ახლა აღდგა. თუმცა, თუ ადრე იყო, მაგალითად, 15 კონცერტი, ახლა არის 8 კონცერტი.

- ისეთი მაგარი და პოპულარული ჯგუფი ხართ, რომ არც ერთი პანდემიის არ გეშინიათ. ბოლოს და ბოლოს, ერთ დროს თავად ალა პუგაჩოვა მოდიოდა კონცერტებზე. ბოლო დროს მასთან ხომ არ გისაუბრია?

- არა, მასთან არ დამირეკია, არც თავად დამკავშირებია, მაგრამ, რა თქმა უნდა, მენატრება ალა. ძალიან მიყვარს, ამ ქალმა დიდი როლი ითამაშა A`Studio ჯგუფის ცხოვრებაში. ამიტომ, ჩვენ მხოლოდ დიდი პატივისცემა და სიყვარული გვაქვს მის მიმართ.

- როგორც ვიცით, თქვენი ქალიშვილი ოლივია მათემატიკაში კარგად სწავლობს...

- ოლივია 7 წლისაა, მართლა ღრუბელივით ითვისებს ყველაფერს. სამი წლისამ იცოდა წერა-კითხვა, როდესაც ნულ კლასში შევიყვანეთ. ნიჭიერია და უყვარს მათემატიკა. რა თქმა უნდა, 7 წლის ასაკში უკვე ჩნდება ტელეფონები, სოციალური ქსელები, რაც ყურადღებას უფანტავს ბავშვებს. მესმის, რომ ჩვენს დროში შეუძლებელია გაჯეტების ჩამორთმევა - სამყარო უკვე შეიცვალა. მეშინია, რომ მან არ დაკარგოს ინტერესი მათემატიკის მიმართ, რომელიც მას ბებიისგან გადაეცა. ის იყო წარჩინებული ქიმიკოსი. არ მინდა, რომ ის მომღერალი იყოს. რა თქმა უნდა, ჩემთვის, ამ სფეროში მისი მხარდაჭერა უფრო ადვილია, მაგრამ ეს რთული ცხოვრებაა. გარედან ლამაზად გამოიყურება, მაგრამ არაფრის დაგეგმვა არ შეგიძლია. შვებულება წელიწადში ორჯერ გაქვს, პლუს ტურები, ადამიანები, რომლებიც შურით გიყურებენ.

რა თქმა უნდა, თუ მასში მუსიკალურ ნიჭს დავინახავ, არ გავუქრობ, მაგრამ ჯერჯერობით 7 წლისაა და ეს არ შემიმჩნევია. მიუხედავად იმისა, რომ ახლახან ჩემს ქალიშვილს თავად გაუჩნდა სცენაზე გასვლის სურვილი. დაბადების დღეზე იყო, ანიმატორი მიკროფონი აიღო და მთელი დღესასწაული იმღერა. ახლა ჩოგბურთის გაკვეთილებზე შევიყვანე, მინდა, რომ კარგ ფიზიკურ ფორმაში იყოს. ის ისეთი გამხდარია, როგორც მე ვიყავი ბავშვობაში.

- შარშან ვაჟიც შეგეძინათ. როგორია იყო ორი შვილის დედა?

- ყოველთვის მეუბნებოდნენ, როდესა ბიჭი დაიბადება, სულ სხვა იქნება, მაგრამ ჯერჯერობით ამ განსხვავებას ბიჭსა და გოგოს შორის არ ვგრძნობ, მაგრამ ვგრძნობ, რით განსხვავდება მეორე შვილი პირველისგან. როდესაც ჩემი ქალიშვილი ჯერ კიდევ მუცელში იყო, მიყვარდა, მაგრამ ნამდვილ დედობრივ სიყვარულს მაინც ვერ ვგრძნობდი, რადგან არ ვიცოდი ეს გრძნობა. მეორე შვილი რომ შემეძინა, უკვე დედობრივი სიყვარულით მიყვარდა, როცა მუცელში იყო. და საერთოდ, მეორე შვილთან ყველაფერი უფრო ადვილია. გარდა ამისა, ადამი პანდემიის დროს დაიბადა და მეტი თავისუფალი დრო მქონდა, გვერდიდან არ მოვშორებივარ...

ისეთი პატარა კაცია - აბსოლუტურად ყველაფერი ესმის. ახლა მართლაც ძალიან ჭკვიანი ბავშვების თაობაა. ის უკვე წლინახევრის არის, მაგრამ ერთი წლიდან ყველაფერი იცის. ჩემი ვაჟი მამაჩემის ასლია, მაგრამ ქერათმიანი - მე ბავშვობაში დიდი ტუჩებით და ქერა ვიყავი. ჯანმრთელი - დაიბადა 4300 კილო. და-ძმას ძალიან დიდი სიყვარული აქვთ ერთმანეთის მიმართ. არ ეჭვიანობენ.

- თქვენი მეორე ქორწინებიდან მეოთხე წელი დაიწყო, რაიმე სირთულეებს ხომ არ განიცდით?

- ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, რომ მეშვიდე წელი რთულია (იღიმის.) რა თქმა უნდა, ყოველ წელს იცვლება ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება, მაგრამ მესამე წელს ხდება საბოლოო შესწორებები... ეს ყველაფერი თავიდანვე სწრაფად მოხდა ჩვენს შემთხვევაში, რადგან პირველივე წელს მოხდა ბალანსი. ერთის მხრივ, ეს შეიძლება არც თუ ისე კარგია, მაგრამ მეორე მხრივ, კარგია, როდესაც შენს უკან წინა ქორწინების გამოცდილება დგას. ამ შემთხვევაში ბევრ რამეს სხვანაირად უყურებ. იქ, სადაც აქამდე ფეთქდებოდი, ახლა შეგიძლია თვალები დახუჭო იმაზე, რაც ხდება.

როდესაც რაღაცის გარკვევას ვიწყებთ და გავიგებთ, რომ ეს ჩემი ბრალი იყო, ყოველთვის გამოვალ და ვიტყვი, რომ ვცდებოდი - და პირიქით. მე ნამდვილად არ მომწონს, როცა წყვილებს აქვთ წყენა, როცა ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ, მაგრამ ამავდროულად, ერთმანეთს გვერდით უვლიან და არ ელაპარაკებიან ერთამენთს. ხო, ეს სისულელეა. თუ ვინმეს რამე არ მოსწონს, უნდა დავსხდეთ, ვიმსჯელოთ და მივიდეთ გამოსავალამდე, რადგან 17 წლის აღარ ვართ.

- საოჯახო საქმეებში ვინმე გეხმარებათ?

- ეს ყველაფერი მეც შემიძლია, მაგრამ, რა თქმა უნდა, მყავს დამხმარეები. დიდი სახლი გვაქვს, ოჯახი. თუ არის შესაძლებლობა, რატომ არ უნდა მოიწვიოთ ქალი, რომ დაგეხმარებათ სახლში? - ძიძაც მყავს, ყოველთვის ჰყავდა სახლს პერსონალი. თავადაც ვამზადებ საჭმელს, ფაქტობრივად, საოჯახო საქმეებსაც ვაკეთებ, მაგრამ როცა დამატებით დახმარება მჭირდება, მაგალითად, სამსახურის გამო, ჩემთან ჩნდებიან დამხმარეები, ღმერთმა დალოცოს ისინი. (იღიმის.) და კიდევ ერთი დიდი პლიუსი ის არის, რომ როდესაც მე მივფრინავ, დედაჩემი მოდის სახლში და ყველაფერი მის პასუხიმგებლობაშია...

- სახლი ქალაქგარეთ გაქვთ?

- დიახ, ეს ის სახლია, სადაც მთელი წელი ვცხოვრობთ. მე კიდევ მაქვს სახლი საქართველოში, სადაც მივდივართ ხოლმე, ასევე ბელორუსიაში, რადგან ჩემი ქმარი იქიდანაა.

- როგორ ახერხებთ ასეთი დიეტით გამხდარი იყოთ?

- მთელი ცხოვრება ძალიან გამხდარი ვიყავი. ერთხელ დედამ ექიმთან წამიყვანა, იქნებ ჭიები გაქვსო? (იცინის.) მოსკოვში გადმოსვლისას ალბათ, კლიმატის ცვლილების ან წყლის გამო, პირველ ორ წელიწადში შეშუპება დამეწყო, მაგრამ მე არასოდეს ვყოფილვარ ფუმფულა გოგო. მე მაინც მგონია, რომ ეს ცხოვრების წესის გამოა: სტუდიაში ვისხედით, ვმუშაობდით, მხოლოდ სენდვიჩებს ვჭამდი. სპორტით საერთოდ არ ვარ დაკავებული, თავს ვერ ვაიძულებ, თუმცა დროა. ვჭამ ცოტას, არ ვჭამ ტკბილეულს. ვფიქრობ, ეს მხოლოდ ჩემი გენეტიკაა. მამა ყოველთვის გამხდარი იყო, დედაც. უბრალოდ გამიმართლა.

- და რას აკეთებთ თავისუფალ დროს მუსიკისგან და ბავშვებთან კომუნიკაციისგან, რადგან სპორტითაც არ ხარ დაკავებული?

- მეგობრებთან ვურთიერთობ, მიყვარს მოგზაურობა, თუმცა სამუშაოს გამო ეს არც ისე ხშირად ხდება. მართალია, ახლა უკვე შესაძლებელია დასვენებისთვის მეტი დროის გამოყოფა. ზაფხულში ერთი თვე გვქონდა შვებულება, ზამთარში ერთი თვე. შემდეგ კი მე და გუნდი დავსხედით, ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ, რომ რადგან, უკვე დედა ვარ, ახალი წელი სამსახურში კი არა, ბავშვებთან ერთად უნდა აღვნიშნო. ზაფხულში კი დამატებით ორი კვირა სჭირდებათ. ამიტომ ორთვიან შვებულებას ვიღებ. საკმარისი შვებულება მაქვს. ასე რომ, ახლა მხოლოდ ჰარმონია მაქვს ჩემს ცხოვრებაში.