ავტორი:

კიმ ჩენ ინმა კორონავირუსი გადაიტანა - დიქტატორი ამბობს, რომ ქვეყანამ პანდემია დაამარცხა

კიმ ჩენ ინმა კორონავირუსი გადაიტანა - დიქტატორი ამბობს, რომ ქვეყანამ პანდემია დაამარცხა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის და, კიმ იო ჯონგი ამბობს, რომ მის ძმას პანდემიის განმავლობაში ცხელება აწუხებდა. დასავლური მედიის ცნობით, კიმ იო ჯონგის განცხადება იმაზე მიუთითებს, რომ დიქტატორმა კორონავირუსი გადაიტანა, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ამ ქვეყანაში სიტყვა კორონავირუსს არავინ ახსენებს და მას ცხელებას უწოდებენ.

  • გარდა ამისა, კიმ იო ჯონგმა სამხრეთ კორეა ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის გავრცელებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ მათ საზღვრის გასწვრივ "ვირუსით დაბინძურებული ბროშურები გაავრცელეს."

"მაშინაც კი, როცა ჩემი ძმა მძიმედ იყო ავად ცხელებით, ერთი წუთითაც არ შეეძლო დაწოლა და ფიქრის შეწყვეტა იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ ეპიდომში აღმოჩდნენ“, - თქვა დიქტატორის დამ. მანვე აღნიშნა, რომ სამხრეთ კორეამ საზღვრის გასწვრივ ვირუსით დაბინძურებული ბროშურები გაავრცელა და ამით "კაცობრიობის წინაშე უდიდესი დანაშაული ჩაიდინა." კიმ იო ჯონგი დაემუქრა სამხრეთ კორეას და აღნიშნა, რომ ისინი "მძიმე პასუხს მიიღებენ."

ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეის დიქტატორულმა რეჟიმმა პანდემია მიმდინარე წლის მაისში გამოაცხადა და ცხელებისა და გარდაცვალების შემთხვევებს აღწერდნენ. აღსანიშნავია, რომ მათ მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა ეჭვს იწვევს, რადგანაც აღწერილია ინფიცირების 4 მილიონზე მეტი შემთხვევა და მათგან გარდაცვლილია 74 ადამიანი.

მედიკოსები ამბობენ, რომ გარდაცვალების ამგვარი მაჩვენებელი არარეალურია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ჩრდილოეთ კორეაში მსოფლიოში ყველაზე უარესი ჯანდაცვის სისტემაა, არ აქვთ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინები და არც მისი სამკურნალო პრეპარატები.

როგორც რამდენიმე დღის წინ ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია იტყობინებოდა, კიმ ჩენ ინმა ეპიდაფეთქებაზე "ბრწყინვალე გამარჯვება" გამოაცხადა. და მოსახლეობა "უდრეკი გამძლეობის" გამო შეაქო. მანვე ბრძანება გასცა, რომ შეემსუბუქებინათ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები. 29 ივლისის შემდეგ მათ კოვიდით ინფიცირების ახალი სტატისტიკა არ გამოუქვეყნებიათ.

წყარო