ავტორი:

"რომის პაპზე მეტი კათოლიკე გამიგია, მაგრამ პუტინზე მეტი რუსი, მარტო ქართველი შეიძლება იყოს" - გია ხუხაშვილი "ოცნებიდან" წასული დეპუტატების მორიგ ანტიამერიკულ განცხადებებზე

"რომის პაპზე მეტი კათოლიკე გამიგია, მაგრამ პუტინზე მეტი რუსი, მარტო ქართველი შეიძლება იყოს" - გია ხუხაშვილი "ოცნებიდან" წასული დეპუტატების მორიგ ანტიამერიკულ განცხადებებზე

"ქართული ოცნებიდან" წასულმა დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც ამტკიცებენ, რომ ე.წ. რადიკალური ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ არის კოორდინირებული. ამის თაობაზე "ქართული ოცნების" დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა განაცხადა: "უმრავლესობიდან გასული დეპუტატების მიერ გამომზეურებულ საგანგაშო ფაქტებზე "ქართული ოცნება" იმსჯელებს და პოზიცია ამის შემდეგ გახდება ცნობილი".

აშშ-ის ელჩზე მორიგ თავდასხმას და "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა პოზიციას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმიანება ექსპერტი გია ხუხაშვილი და წერს:

"შემაშფოთებელი ეს ბოდვა კი არ არის, არამედ "ქართული ოცნების" მესიჯ-ბოქსია, რომლითაც ისინი ამ სიგიჟეს “მძიმე ფაქტებს” უწოდებენ და “გუნდში მსჯელობას” გვპირდებიან. შემდეგი ნაბიჯი ელჩის გაწვევის მოთხოვნაა, რაც მიუხედავად ომისა, რუსეთსაც კი არ გაუკეთებია. რომის პაპზე მეტი კათოლიკე გამიგია, მაგრამ პუტინზე მეტი რუსი მარტო ქართველი შეიძლება იყოს…"

"ომის პაპზე მეტი კათოლიკე გამიგია, მაგრამ პუტინზე მეტი რუსი, მარტო ქართველი შეიძლება იყოს" - გია ხუხაშვილი "ოცნებიდან" წასული დეპუტატების მორიგ ანტიამერიკულ განცხადებებზე