ავტორი:

მკვლელობა ოზურგეთში - გავრცელებული ინფორმაციით, ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა

მკვლელობა ოზურგეთში - გავრცელებული ინფორმაციით, ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა

მკვლელობა მოხდა ქალაქ ოზურგეთში. მომხდარის თაობაზე ინფორმაციას "გურია tv" ავრცელებს. მათი ინფორმაციით, 50 წლამდე ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა.

"როგორც მეზობლები აცხადებენ, კონფლიქტი ბავშვის გამო დაიწყო. ჯერჯერობით უცნობია მკვლელობის იარაღი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციას უკვე ჩაბარდა", - ვკითხულობთ “გურიაTV” -ის ვებგვერდზე.