ავტორი:

"ბეტონის ბაღი" - დასასვენებელი სივრცე ბათუმში, რომლის მოსაწყობადაც 2 მლნ-ზე მეტი დაიხარჯა - დღის ფოტო აჭარიდან

"ბეტონის ბაღი" - დასასვენებელი სივრცე ბათუმში, რომლის მოსაწყობადაც 2 მლნ-ზე მეტი დაიხარჯა - დღის ფოტო აჭარიდან

სოციალურ ქსელში ბათუმის ახალი სკვერის ამსახველი ფოტო ვირუსულად ვრცელდება. ფოტოს პოპულარობა კი იმან გამოიწვია, რომ როგორც ვხედავთ, იქ სიმწვანეს ბეტონი ჭარბობს.

როგორც კომენტარებში წერენ ის აცდენილია სკვერის კონცეფციას, რომელიც სუფთა ჰაერსა და დასასვენებელ სივრცეს მოიაზრებს.

  • bpn-ის ინფორმაციით, სკვერის მოსაწყობად ქალაქის 2022 წლის ბიუჯეტიდან 2 497 388 ლარამდე დაიხარჯა. იქ შადრევანი და საბავშვო ატრაქციონები განთავსდა.

სივრცის ფართობის 2 552 კვ.მ-ია. ეს ადგილი 2016 წლიდან სახელმწიფოს საკუთრებაშია და ის შინაგან საქმეთა სამინისტროზე სარგებლობის უფლებით იყო გადაცემული, მანამდე კი აჭარის მთავრობის საკუთრებას წარმოადგენდა.

"ხე დარგეთ, ხე, ბევრად სჯობს"

"ბეტონის ბაღი"

"სკვერი კი არა, ფაქტობრივად ტყე-პარკი გაუშენებიათ"

"მეტი ბეტონი ბათუმს" - ასე აფასებს საზოგადოების ნაწილი ბათუმში მოწყობილ ახალ დასასვენებელ სივრცეს.