ავტორი:

"ბოლო 2 წელია, ქალთა მკვლელობის რაოდენობა იმატებს, პოლიციის მიერ შემაკავებელი ორდერების გამოცემის მაჩვენებელი იკლებს" - რას წერს ლონდა თოლორაია?

"ბოლო 2 წელია, ქალთა მკვლელობის რაოდენობა იმატებს, პოლიციის მიერ შემაკავებელი ორდერების გამოცემის მაჩვენებელი იკლებს" - რას წერს ლონდა თოლორაია?

ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაია ქალაქ ოზურგეთში, ლესელიძის ქუჩაზე, 12 აგვისტოს მომხდარ მკვლელობას ეხმაურება და პოლიციის მიერ ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერების სტატისტიკაზე წერს:

"ქალთა მკვლელობების მატების ფონზე, პოლიციის მიერ ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერების სტატისტიკა საქართველოში:

2016 წელი - 3089 შემაკავებელი ორდერი;

2017 წელი - 4070 შემაკავებელი ორდერი;

2018 წელი - 7046 შემაკავებელი ორდერი;

2019 წელი - 10266 შემაკავებელი ორდერი;

2020 წელი - 10321 შემაკავებელი ორდერი;

2021 წელი - 9376 შემაკავებელი ორდერი;

2022 წელი (6 თვე) - 4297 შემაკავებელი ორდერი.

მაშინ, როცა ბოლო 2 წელია ქალთა მკვლელობის რაოდენობა იმატებს, პოლიციის მიერ შემაკავებელი ორდერების გამოცემის მაჩვენებელი იკლებს. ეს ტენდენცია (მაშინ როცა ყველა წელს ათასობით იზრდებოდა მათი რაოდენობა) არაა ბუნებრივი ამ სიტუაციაში.

დიახ, არის შემთხვევები (და არაერთი), როცა პოლიციის მიერ გამოცემული ორდერი სასამართლოს გაუუქმებია, თუმცა ქალთა მკვლელობებს ალბათ ჯობია, ზოგჯერ რისკები გადამეტებულად იქნეს შეფასებული.

შემაკავებელი ორდერი სწრაფი რეაგირების მექანიზმია (შემთხვევის ადგილზე, სწრაფი გადაწყვეტილების მიღების დროს ცხადია მაღალია მოვლენების გადაჭარბებული აღქმაც), თუმცა ამისთვისაა კანონში ჩადებული სასამართლოში გასაჩივრების მექანიზმი, რომელიც დაბალანსებულ მონიტორინგს უწევს პოლიციას" - წერს თოლორაია.

ქალაქ ოზურგეთში, ლესელიძის ქუჩაზე, 12 აგვისტოს დილით მკვლელობა მოხდა. მოკლულია ახალგაზრდა ქალი, 38 წლის შუშანა (ნინო) ზარდიაშვილია, რომელიც ნაქირავებ კერძო სახლში, სამ შვილთან ერთად ცხოვრობდა. ტრაგედია, სწორედ ამ სახლში დატრიალდა.

მკვლელობაში ბრალდებული კი მისი ყოფილი მეუღლეა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, კონფლიქტი მათ შორის ბავშვების გამო დაიწყო. ამ უმძიმესი დანაშაულის შემდეგ ბრალდებული ძალოვნებმა დააკავეს.

ის ამჟამად პოლიციის განყოფილებაში იმყოფება. გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ნახეთ ასევე: