ავტორი:

"დასავლელ პარტნიორებს მოვუწოდებ, დავამთავროთ თამაშები საქართველოს მოსახლეობასთან და ხელისუფლებასთან" - ყაველაშვილი

"დასავლელ პარტნიორებს მოვუწოდებ, დავამთავროთ თამაშები საქართველოს მოსახლეობასთან და ხელისუფლებასთან" - ყაველაშვილი

ჩვენს ნებისმიერ დასავლელ პარტნიორს მოვუწოდებ, ასეთი თამაშები საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობასთან და კონსტიტუციურად არჩეულ ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან უნდა დავამთავროთ - შესაძლებელია, რომ ეს ყველაფერი პირდაპირი დიალოგით მოხდეს, - ეს განცხადება დღეს პარლამენტის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან გააკეთა.

როგორც ყაველაშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, მიუღებელია, როცა საქართველოში ხელისუფლების გადატრიალების მოწოდებებით ამერიკელების გადასახადებით დაფინანსებული ადამიანები გამოდიან.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე დიდი ინვესტირება პოლიტიკაში განახორციელა, რათა ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელი და სუვერენული იყოს.

"რასაც თავად ეს ადამიანი უპირისპირდება ახლა სწორედ ეს შემოუბრუნეს და მისი ოლიგარქად და არაფორმალურ მმართველად წარმოჩენა უნდათ. ამის საპირისპირო იყო კელი დეგნანის ქმედება, როცა ის ტელეკომპანია "ფორმულაში" მივიდა, რომლის მფლობელიც ხელისუფლებაში 100 ლარით მივიდა და შემდეგ მილიარდელი გახდა.

ჩვენ გვინდა არა ვინმეს დისკრედიტაცია, არამედ სამართლიანი და ღირსეული პარტნიორობა.

ის თუ რა არის ჩვენი მიზანი, ჩვენი პირველივე წერილიდან გამოკვეთილი იყო. დღესაც არის საქართველოს ომში ჩართვის საშიშროება. ჩვენს მიერ ფაქტებად არის დასახელებული ვინ რას იძახდა, ვინ როგორ მოქმედებდა, ვის რა მოწოდებები ჰქონდა, ვინ ემიჯნებოდა და ვინ არა ამ პროცესს. ვნახეთ, ხელისუფლებამ, რომელმაც ამ თვალსაზრისით მყარი პოზიცია დაიკავა, როგორი ზეწოლა გაიარა. ჩვენ დავინახეთ, რომ ხელისუფლება ზეწოლას ვერ გაუძლებდა, თუ საზოგადოებას სიმართლე არ იცოდინებოდა.

საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე კი ვერც ერთი ხელისუფლება ვერც ერთ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.

ჩვენ ასევე ფაქტებით ვამყარებთ, რომ აშშ-ს საელჩოს პოზიციები ოპოზიციია რადიკალური ფრთისა და NGO სექტორის პოზიციებს ემთხვეოდა. ჩამოაყალიბეს რაღაც უტოპიური მოთხოვნები, ხოლო ხელისუფლების გადასატრიალებლად პირდაპირ ამერიკელების გადასახადებით დაფინანსებული NGO სექტორი გამოვიდა. თქვენთვის შეიძლება ეს ნორმალურია, მაგრამ ჩემთვის აბსოლუტურად გაურკვებელი და გამორიცხულია - მიკვირს ამაზე ჟურნალისტებს აშშ-ს საელჩოს მიმართ კითხვა რომ არ გიჩნდებათ. საქართველოს მოსახლეობამ ეს სიმართლე არ უნდა იცოდეს?!", - განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ ყაველაშვილმა.