მწერალ სალმან რუშდის ნიუ-იორკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას დაჭრეს.
ნიუ-იორკის პოლიცია აცხადებს, რომ ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
ადრე გავრცელებულ განცხადებაში მათ ასევე დაადასტურეს, რომ რუშდიმ ჭრილობა კისერზე მიიღო და ვერტმფრენით ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამ დროისთვის უცნობია.