ავტორი:

სკანდალი გრძელდება: "ცნობილი თურქი მსახიობის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, მისმა ფეხმძიმე მეუღლემ სახლი სკანდალით დატოვა" - რას წერს თურქული მედია?

სკანდალი გრძელდება: "ცნობილი თურქი მსახიობის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, მისმა ფეხმძიმე მეუღლემ სახლი სკანდალით დატოვა" - რას წერს თურქული მედია?

ივლისის ბოლოს, ცნობილი თურქი მსახიობი ბურაქ ოზჩივიტი (მალკოჩოღლუ ბალი ბეი სერიალ "დიდებული საუკუნიდან“) რუსეთს ესტუმრა. მსახიობისთვის სპეციალური ვახშამი რესტორან Levantine Moscow-ში გაიმართა, სადაც მის სანახავად ასობით ადამიანი შეიკრიბა.

რუსებმა ცნობილ მაჩოს ცოცხალი დერეფანი მოუწყეს და მისი დარბაზში შემოსვლას ჭყლეტვა მოჰყვა.

რუსული მედია წერდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბურაქი უკვე 5 წელია დაქორწინებულია მსახიობ ფაჰრიე ევჯენზე და წყვილს ოთხი წლის ვაჟი, ქარანი ჰყავს, ვარსკვლავმა რუსი ქალებით აღფრთოვანება არ დამალა.

ბურაკ ოზჩივიტი და მისი ულამაზესი მეუღლე ფაჰრიე ევჯენი თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წყვილია. ისინი საერთო ვაჟს ზრდიან და მეორე შვილს ელოდებიან, თუმცა თურქული მედია მათ ოჯახში პროვოკაციებზე თითქმის ყოველდღე წერს.

ბურაქის რუსეთში სტუმრობის შემდეგ რუსული და თურქული მედია წერს, ოზჩივიტის ფეხმძიმე მეუღლემ სახლი სკანდალით დატოვა, რადგან დედამთილთან იჩხუბა. დაშორების შესახებ გავრცელებულ ჭორების შემდეგ, ბურაქმა მეუღლესთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა: „არავითარი ნეგატივი! უბრალოდ დაგვტოვეთ მარტო. სიყვარული ყველას".

მართალია, მსახიობმა ჭორებს კონკრეტული პასუხი გასცა, თუმცა მედიაში წერენ, რომ ვარსკვლავებს შორის სკანდალი შესაძლოა თურქი ლამაზმანის ეჭვიანობის გამო მომხდარიყო. გასულ წელს პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევჯენი განრისხდა, როდესაც შეიტყო ბოროდინას სურვილის შესახებ, გადაეღო სელფი ვარსკვლავ ქმართან და ამჯერად მათი ჩხუბის მიზეზი შესაძლოა ბურაქის რუსეთში მოგზაურობისას რუსი სექსსიმბოლოს ოლგა ბუზოვასთან გადაღებული ფოტო შეიძლება გამხდარიყო.

თურქეთის ყველაზე წარმატებული და პოპულარული მსახიობის მოსკოვში ვიზიტს საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. თურქების ნაწილი მსახიობს აკრიტიკებს იმის გამო, რომ ის არ აპროტესტებს რუსულ აგრესიას უკრაინაში, მისთვის პრიორიტეტი ფული და პირადი კეთილდღეობაა. როგორც სოციალურ ქსელებში წერენ დიდი რაოდენობით თანხა გახდა გახდა მიზეზი, რომლის სანაცვლოდაც ოზჩივიტი რუსეთს ეწვია.

"ჩვენ უკვე შევეჩვიეთ და ვიცით, რომ ფულის გამო ის ყველაფერს გააკეთებს", - წერენ სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ბურაქ ოზჩივიტს მეგობრული ურთიერთობა აქვს ჩეჩნეთის ლიდერთან, რამზან კადიროვთან. გასულ წელს ის ჩეჩნეთს ესტუმრა, სადაც კადიროვმა პატივით მიიღო და სპეციალურად მისთვის განსაკუთრებული წვეულება გამართა.