ავტორი:

"თუ სააკაშვილი არ მიიღებს ადეკვატურ მკურნალობას მოსალოდნელია დამძიმება, უნარშეზღუდულობამდე მისვლა ან ლეტალური გამოსავალი" - ჯიშკარიანი

"თუ სააკაშვილი არ მიიღებს ადეკვატურ მკურნალობას მოსალოდნელია დამძიმება, უნარშეზღუდულობამდე მისვლა ან ლეტალური გამოსავალი" - ჯიშკარიანი

ცენტრ “ემპათიის” ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, თუ მიხეილ სააკაშვილი არ მიიღებს ადეკვატურ მკურნალობას, მოსალოდნელია ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება, უნარშეზღუდულობამდე მისვლა, ან ლეტალური გამოსავალი.

როგორც ჯიშკარიანი განმარტავს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი "მთელი ცხოვრება დანამატებზე ვერ იქნება".

"თუ იგი არ მიიღებს ადეკვატურ მკურნალობას და რეაბილიტაციას სტრესისგან თავისუფალ შესაბამის გარემოში, მოსალოდნელია დამძიმება, უნარშეზღუდულობამდე მისვლა, ან ლეტალური გამოსავალი. მთელი ცხოვრება დანამატებზე და პატიმრობაში ვერ იქნება. მას სჭირდება ადეკვატურ პირობებში მკურნალობა და რეაბილიტაცია“,- აღნიშნავს ჯიშკარიანი „მთავარ არხთან“