ავტორი:

"ჩვენი პოლიტიკა აახლოებს იმ დღეს, როდესაც აფხაზ და ოს ძმებთან ერთად გავაგრძელებთ  სახელმწიფოს შენებას" - ირაკლი ღარიბაშვილი

"ჩვენი პოლიტიკა აახლოებს იმ დღეს, როდესაც აფხაზ და ოს ძმებთან ერთად გავაგრძელებთ  სახელმწიფოს შენებას" - ირაკლი ღარიბაშვილი

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 30 წელი გავიდა. აღნიშულ თარიღთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ხელისუფლების პოლიტიკა აახლოებს დღეს, როცა "აფხაზ, ოს ძმებთან ერთად გაგრძელდება ქვეყნის შენება."

"დღეს აფხაზეთის ომის დაწყებიდან 30 წელი შესრულდა. ჩვენი უახლესი ისტორიის ყველაზე დრამატულმა მოვლენამ, ძმათა შორის დაპირისპირებამ მოიტანა გაუმართლებელი ნგრევა, საკუთარ სამშობლოში დევნილად აქცია ასეულობით ათასი ადამიანი და, რაც ყველაზე სამწუხაროა, ორივე მხრიდან მრავალი ჩვენი თანამოქალაქის - ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეიწირა.

მთელ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს თითოეული მათგანის ნათელ ხსოვნას. მე ღრმად მწამს, რომ სამშვიდობო, ურთიერთპატივისცემასა და დიალოგზე ორიენტირებული ჩვენი პოლიტიკა აახლოებს იმ დღეს, როდესაც ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად გავაგრძელებთ ერთიანი, ძლიერი, მშვიდობიანი, დემოკრატიული სახელმწიფოს შენებას, რომელიც შექმნის თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების, კეთილდღეობის, თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და გაძლიერების ყველა პირობას", -წერს ირაკლი ღარიბაშვილი.