ავტორი:

"ურდოს დემილიტარიზაცია გრძელდება" - უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში ოკუპანტების ბაზები და საწყობები გაანადგურეს

"ურდოს დემილიტარიზაცია გრძელდება" - უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში ოკუპანტების ბაზები და საწყობები გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში რუსი ოკუპანტების სამი ბაზა და სამი საბრძოლო საცავი გაანადგურეს, - ამის შესახებ ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის პრესსპიკერი სერგეი ბრაჩუკი იუწყება.

მისი თქმით, "ურდოს დემილიტარიზაცია“ გრძელდება.

"ბაზები: კახოვკას რაიონი, ნოვაია კახოვკა, გენიჩესკის რაიონი. ხერსონში საბრძოლო მასალების საწყობები: ნოვაია კახოვკაში, გენიჩესკის რაიონში, ბერისლავსკის რაიონში", - აღნიშნა მან.

ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, დამატებითი ინფორმაცია ზუსტდება.