ავტორი:

როგორია თეთნულდის მიმდებარედ დარჩენილი 3 მთასვლელის მდგომარეობა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება

როგორია თეთნულდის მიმდებარედ დარჩენილი 3 მთასვლელის მდგომარეობა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მწვერვალ თეთნულდის მიმდებარედ დარჩენილი 3 მთასვლელი აცხადებს, რომ თავს კარგად გრძნობენ და მაშველთა დახმარება არ ესაჭიროებათ.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ისინი დასახლებული პუნქტის მიმართულებით დამოუკიდებლად გადაადგილდებიან.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და მწვერვალ თეთნულდის მიმდებარედ დარჩენილ 3 მთასვლელს შორის კომუნიკაცია შედგა.

მთასვლელთა განცხადებით, თავს კარგად გრძნობენ, არ ესაჭიროებათ მაშველთა დახმარება და გადაადგილდებიან დამოუკიდებლად დასახლებული პუნქტის მიმართულებით.

მაშველთა ჯგუფი უცხოელ მთასვლელთა შესახვედრად საპირისპირო მიმართულებით კვლავ აგრძელებს ქვეითად მოძრაობას. სამაშველო ღონისძიების ფარგლებში მწვერვალ თეთნულდიდან 6 მთასვლელიდან ორი დაშავებული პირი და ერთი გარდაცვლილის ცხედარი მაშველებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მესტიაში გუშინ ჩამოიყვანეს“,-აღნიშნულია განცხადებაში.