ავტორი:

"ეს ბიჭი, მამა და ძმა იქ მივარდნილან... დანით და თოხებით მოცვივდნენო" - რას ჰყვებიან ადგილობრივები გურჯაანში მომხდარი მკვლელობის შესახებ

"ეს ბიჭი, მამა და ძმა იქ მივარდნილან... დანით და თოხებით მოცვივდნენო" - რას ჰყვებიან ადგილობრივები გურჯაანში მომხდარი მკვლელობის შესახებ

გურჯაანში მომხდარ მკვლელობის დეტალებთან დაკავშირებით ადგილობრივები საუბრობენ. მათი თქმით, მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.

მეზობლების ინფორმაციით, მოკლული და მკვლელობაში ბრალდებული თანასოფლელები იყვნენ და მათ შორის კონფლიქტი დაახლოებით, 2 თვის წინ დაიწყო.

მათივე თქმით, მოკლულს თავს ერთი ოჯახის სამი წევრი დაესხა და მათ დანით ჭრილობები მიაყენეს.

"ლევანს ძმაკაცებმა მოაკითხეს და საქეიფოდ წაიყვანეს. სადღაც 10 წუთის დამსხდრები ყოფილან, რომ ეს ბიჭი, მამა და ძმა იქ მივარდნილად. დანით და თოხებით მოცვივდნენო და ლევანისთვის დაურტყამთ. ორგან აქვს გადაჭრილი ბარძაყიო და მთელი არტერია, სისხლისგან დაცლილა. ვერ მიუსწრეს საავადმყოფოში და გარდაიცვალა“, - აღნიშნა ადგილობრივმა.

შეგახსენებთ, გურჯაანში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, პოლიციამ 1969 წელს დაბადებული მამაკაცი - მ.ჩ. დააკავა. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.