ავტორი:

"ისწავლეთ რუსეთთან მეგობრობა - მაშინ კბილებსაც მთელს შეინარჩუნებთ“ - კადიროვი დასავლურ ქვეყნებს

"ისწავლეთ რუსეთთან მეგობრობა - მაშინ კბილებსაც მთელს შეინარჩუნებთ“ - კადიროვი დასავლურ ქვეყნებს

"დასავლელმა პოლიტიკოსებმა თავი უნდა აარიდონ რუსეთის დაშლის სტრატეგიას და იმაზე უნდა იფიქრონ, როგორ განავითარონ მასთან თანამშრომლობა", - ამის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დასავლური სამყარო ამ დრომდე ვერ ხვდება ერთ რამეს: თანამედროვე რუსეთი დიდი ხანია აღარ არის "გორბაჩოვისეული რესპუბლიკების კავშირი“ და "ელცინის ტერიტორია, რომელიც აშენებულია პუტჩზე, დეფიციტსა და დეფოლტზე“.

"ეს უკვე სხვა ძლიერი და ძლევამოსილი რუსეთია და თქვენ, დასავლელმა პოლიტიკოსებმა საჭიროა, გადახედოთ არა რუსეთის ფედერაციის დაშლის სტრატეგიას, არამედ იმ ქვეყანასთან თანამშრომლობას, რომელიც გაძარცვული და დასავლეთისგან დამცირებული, ბოლო 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, გადაიქცა ძლიერი პოლიტიკური დღის წესრიგის მქონე სახელმწიფოდ, რეორგანიზებული სტრატეგიული მიზნებით“ , - განაცხადა კადიროვმა.

მანვე დასძინა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა სჯობს, არ იდავონ რუსეთთან. მანვე გაიხსენა რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის სიტყვები, რომ თუკი ვინმე მოინდომებს ქვეყანას რაიმე ჩამოაჭრას, უკბილოდ დატოვებს.

"ისწავლეთ რუსეთთან მეგობრობა - მაშინ კბილებსაც მთელს შეინარჩუნებთ“, - აცხადებს კადიროვი.