ავტორი:

"მეკითხებიან, უფროსი ცოლი როგორ მოვიყვანე..." - ხათუნა ჟორდანია და ზურა ხაჩიძე ცხოვრებაში გადატანილ სირთულეებზე, ერთმანეთთან "ხელებით ჩხუბსა" და გამოწვევებზე

"მეკითხებიან, უფროსი ცოლი როგორ მოვიყვანე..." - ხათუნა ჟორდანია და ზურა ხაჩიძე ცხოვრებაში გადატანილ სირთულეებზე, ერთმანეთთან "ხელებით ჩხუბსა" და გამოწვევებზე

ცნობილმა წყვილმა, ხათუნა ჟორდანიამ და ზურა ხაჩიძემ გადაწყვიტეს, რომ სოციალურ ქსელში "ლაივ ჩართვების" საშუალებით ადამიანებს სხვადასხვა თემაზე თავიანთი მოსაზრებები გაუზიარონ და საზოგადოების კითხვებს უპასუხონ.

ზურამ და ხათუნამ ამჯერად თავიანთ ურთიერთობაზე და იმ სირთულეებზე ისაუბრეს, რომლებიც თანაცხოვრების განმავლობაში გადაიტანეს.

ხათუნა:

- არ მინდა, ამ თემით თავი მოგაბეზროთ, მაგრამ პირველი ის არის, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. არ ინერვიულოთ, როდესაც რაიმე დიაგნოზს გაიგებთ. მთავარია, ტვინში ეს გადახარშოთ და იბრძოლოთ. ამ წასვლაზე, შემოწმებაზე რომ ჩავდიოდი თურქეთში, გახარებული ვიყავი. ექვს თვეში ერთხელ ჩავდიოდი. როგორც ჩემი შვილი მეუბნება, არის პატარა რაღაცა გამონაზარდი, რომელიც არ არის სიმსივნური. უბრალოდ რადგან მიდრეკილება მქონდა სიმსივნისკენ სასწრაფოდ გამიკეთეს დასხივება. სექტემბერში ვარ დაბარებული და ვნახოთ, რა იქნება. თქვენი ლოცვისა და ჩემი ოჯახის წევრების გარეშე ამას ვერ გადავიტანდი. ყოველთვის ვიწყებ ხოლმე ნინითი, რომელზეც ყველაზე დიდი დარტყმა იყო და შემდეგ ჩემი ზურა. ხანდახან ვფიქრობდი ხოლმე, რომ ცოტა გაგიჟდა.

გვინდა, რომ ყოველკვირეული ლაივები გავაკეთოთ. ჩვენმა სიყვარულმა და ურთიერთობამ ბევრი ქარტეხილი გაიარა. ასე ადვილად არ არის ყველაფერი, როგორც გვერდიდან ჩანს. ჩვენ ერთმანეთთან ხელებითაც გვიჩხუბია.

ზურა:

- მე ვამაყობ, რომ ქალზე ხელი არ ამიწევია.

ხათუნა:

- მე ბევრჯერ დამიბწკენია, რომ ვერ ვაგებინებდი. ბევრ თემებზე შეგვიძლია საუბარი, ჩვენი გამოცდილებიდან. განსაკუთრებულად მინდა ახალგაზრდები ჩაერთონ ჩვენ ლაივებში. ეს პირველ ეტაპზე იყო, ზურას რომ გავყევი ცოლად. ცხოვრების ყველა ეტაპს ბევრი განსაცდელი მოჰყვება. ბევრი არეულობაა ოჯახში, როდესაც ახალი შექმნილია. ამ ბოლო დროს ანასტასია დაინტერესდა და ვუყვებით ხოლმე. კარგი იქნება თუ მისი ტოლი გოგო-ბიჭები ჩაგვერთვებიან და კითხვებს დაგვისვამენ.

ზურა:

- ძალიან გაცივდა ურთიერთობები. ერთმანეთის მიმართ დაპირისპირებაა, ცუდი, ნეგატიური აზრები. არ აქვს მნიშვნელობა რომელ პარტიაშია ადამიანი, ყველა ჩვენიანია, "ოცნების" წევრიც და "ნაციონალიც." მე სიყვარული მაქვს ყველას მიმართ. არავის გვერდზე დამიწერია, ფუ, შე საზიზღარო.

ხათუნა:

- ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვთქვა, რომ გურული ქალი ვარ და ავფეთქებულვარ და ზღვარგადასული სტატუსი დამიწერია და ამას არ ვპატიობ საკუთარ თავს და ბოდიშიც მომიხდია.

ზურა:

- ხშირად მეკითხებიან უფროსი ცოლის მოყვანის გადაწყვეტილება როგორ მივიღე. ისე მიყვარდა, რომ როგორიც გამზარდეს და როგორი მეორე ნახევარიც უნდა მყოლოდა, ეს ვიპოვე ხათუნაში. მანამდეც იყო სიყვარული, თქვენ კარგად იცით, ვინც იყო. მე არავის მოვუწოდებ, რომ მასზე უფროსი ცოლი მოიყვანოს, თავის ასაკში ნახოს თავისი ტოლი და სწორი, მაგრამ მე, მე ვარ. მე მოვიყვანე ცოლად ხათუნა ჟორდანია, მასში დავინახე ის თვისებები, რომელიც მინდოდა ჩემ მეორე ნახევარს ჰქონოდა. არ მინდოდა მომღერალი ცოლი მყოლოდა, ცოტა ეგოისტურად მივუდექი. ხათუნა უმაგრესი მეგობარია. უამრავი სიტუაცია ყოფილა, როდესაც ხათუნა გვერდით მედგა. უამრავი რამ გვაქვს გავლილი. გადასულიც ვყოფილვარ ცალკე საცხოვრებლად, ისე გვიჩხუბია.

ხათუნა:

- ბევრი რამე დავთმეთ ერთმანეთთან ურთიერთობაში, ბევრი რამე დავთმეთ და ვაპატიეთ ერთმანეთს. ერთმა ადამიანმა უთხრა ზურას სუფრასთან, რა ბედნიერი კაცი ხარ, სამოთხეში მოხვდებიო, გურული ცოლი გყავს და აქ უკვე ჯოჯოხეთში ხარო. აფექტურია გურული ქალი, აფეთქება იციან, მაგრამ მალე გასდით.