ავტორი:

ერთი გარდაცვლილი და 20 დაშავებული - რა ხდება ერევნის სავაჭრო ცენტრში, სადაც დღეს აფეთქება მოხდა

ერთი გარდაცვლილი და 20 დაშავებული - რა ხდება ერევნის სავაჭრო ცენტრში, სადაც დღეს აფეთქება მოხდა

ერთი ადამიანი გარდაიცვალა და 20 დაშავდა ერევანში სავაჭრო ცენტრ "სურმალუში“ მომხდარი აფეთქების შედეგად. ამის შესახებ სომხეთის საგანგებო სიტუაციათა სამსახურზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია იუწყება.

მათივე ცნობით, ადამიანები ეხმარებიან მაშველებს აფეთქების შედეგად დაშავებულთა სავაჭრო ცენტრიდან გამოყვანაში. დაშავებულებს სასწრაფო დახმარებისა და იქვე მყოფ ავტომანქანებში ათავსებენ. ასევე, გამვლელები ცდილობენ, დაეხმარონ დაშავებულებს, რომლებიც ჩამონგრეული შენობის ქვეშ მოყვნენ.

ადგილზე იმყოფებიან სომხეთის პარლამენტის სპიკერი, სომხეთის უშიშროების საბჭოს სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, ასევე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ადგილობრივი დროით 13:23 საათზე ერევნის სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ ძლიერი აფეთქება მოხდა, რასაც ხანძარი მოყვა. საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე რვა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი გავიდა. უწყების ინფორმაციით, ხანძარს სირთულის მეორე ხარისხი მიენიჭა.