რუსეთ - უკრაინის ომის დასაწყისში, თითქმის მთელი თვე მათ ხელში აღმოჩნდა ირპენი. ქალაქი კიევის ახლოს იქცა ბრძოლის ველად და რუსი ოკუპანტებისთვის ერთ-ერთ მთავარ ზღუდედ.. ოფიციალური კიევის ცნობით, ამ დროის განმავლობაში დაიღუპა ქალაქის 269 მკვიდრი.

უკრაინელმა და ამერიკელმა მხატვრებმა გადაწყვიტეს მოხატონ ირპენში მტრის მიერ დალეწილი და გადამწვარი ავტომობილები. ისინი ამბობენ, რომ სურთ ქალაქში იმედი დააბრუნონ.


