ვიდრე მომღერალი მერაია ქერი იტალიაში, 20 - მილიონიან სასახლეში ისვენებდა, ატლანტაში მისი სახლი გაძარცვეს

ვიდრე მომღერალი მერაია ქერი იტალიაში, 20 - მილიონიან სასახლეში ისვენებდა, ატლანტაში მისი სახლი გაძარცვეს

ამერიკულმა საიტმა Page Six-მა ექსკლუზიურად გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ივლისში, მერაია ქერის ბინა გაძარცვეს. სააგენტოს თქმით, ვიდრე მომღერალი იტალიაში 20 მილიონის ღირებულების სასახლეში ისვენებდა, ატლანტაში მდებარე მისი სახლი გაძარცვეს.

ცნობილია, რომ მერაია ქერიმ, ატლანტაში მდებარე სახლი შარშან 6 მილიონ დოლარად შეიძინა. პოლიციამ დაადასტურა ბინაში შეჭრის ფაქტი, მაგრამ იმის გამო, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს გამოძიება, მეტი ინფორმაციის გავრცელებისგან თავს იკავებენ. ჯერჯერობით ისიც უცნობია, თუ რა წაიღეს ქურდებმა სახლიდან. თავად მომღერლის ოფიციალური წარმომადგენლები კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.

მერაია ქერი კაპრიში

წინა თვეში, როდესაც მერაია ბოიფრენდ ბრაიან ტანაკასა და მის ტყუპ შვილებთან ერთად ისვენებდა იტალიაში, წყვილი უამრავ ფოტოს დებდა სოციალურ ქსელებში თავიანთი იახტიდან, რამაც, სავარაუდოდ, ქურდებს სიგნალი მისცა, რომ ბინა ცარიელი იქნებოდა. ქერიმ ქურდობის შესახებ პოლიციას 27 ივლისს აცნობა.

ქერის 6 მილიონიანი სახლი ატლანტაში

მერაია ქერი ფუფუნების სიყვარულითაა ცნობილი. ჯერ კიდევ 2017 წელს, დივამ ვოგს თავისი გარდერობი უჩვენა, რომელშიც Louboutins-ისა და Birkin-ის ჩანთები, ასევე მერილინ მონროს სამახსოვრო ნივთები აქვს.

წყარო: pagesix.com

მოამზადა: ანა სიბოშვილმა