ავტორი:

თამარ ბაღაშვილი "მთავარ არხს“ ტოვებს - რას წერს ჟურნალისტი?

თამარ ბაღაშვილი "მთავარ არხს“ ტოვებს - რას წერს ჟურნალისტი?

თამარ ბაღაშვილმა "მთავარი არხი“ დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალისტი სოციალურ ქსელში ავრცელებს. რა გახდა არხის დატოვების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია...

თამარ ბაღაშვილი:

"ასეა და სხვა დეტალებს, რატომ, რა მოხდა და ა.შ არ დავწერ ჯერ, ან საერთოდ არ დავწერ, არ ვიცი) მაგრამ, რაც ზუსტად ვიცი, ყოველთვის, ყველგან და ყველა სიტუაციაში, აუცილებლად ვიქნები ის "ბაღო", ვინც ბევრს ასე ძალიან გიყვართ და ბევრსაც ასე ძალიან არ გიყვართ) რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს! და რა თქმა უნდა #თავისუფლებანიკას!!!"

მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამია დააპატიმრეს, არხი არაერთმა სახემ დატოვა. კულუარებში საუბრობდნენ, რომ მიზეზი არხზე ფინანსური კრიზისი იყო და ჟურნალისტები აპრილიდან ფაქტობრივად უხელფასოდ მუშაობდნენ. დაიხურა გადაცემების ნაწილი... „კომედი შოუს“ გუნდმა კი არხი სრული შემადგენლობით დატოვა. გახდა თუ არა ბაღაშვილისთვის არხის დატოვების მიზეზი ფინანსური კრიზისი, ამ ეტაპზე უცნობია. ის წლების მანძილზე არხზე ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალისტი გახლდათ და ნიკა გვარამიას გუნდის ერთგული წევრი...