ავტორი:

"მესიჯი მომივიდა 400 ევრო გაიტანეთო, გავიქეცი უკან გიჟივით, მივედი ბანკომატთან, სიცარიელეა, გვერდზე ეს საყვარელი ბაბუ იდგა და... აგერაა, ბაბუ, ფულიო" - რას წერს ინტერნეტმომხმარებელი?

"მესიჯი მომივიდა 400 ევრო გაიტანეთო, გავიქეცი უკან გიჟივით, მივედი ბანკომატთან, სიცარიელეა, გვერდზე ეს საყვარელი ბაბუ იდგა და... აგერაა, ბაბუ, ფულიო" - რას წერს ინტერნეტმომხმარებელი?

სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი მოქალაქე ფერმერი თეა ქუთათელაძე გულისამაჩუყებელ ისტორიას წერს, თუ როგორ დაუბრუნა ლიმონის გამყიდველმა ბაბუამ 400 ევრო.

თეა ქუთათელაძე:

"თი ბი სის“ ბანკომატთან მივედი ფოთში, წყეული აგროსესხის დასაფარად. მეგობარმა თანხა მასესხა, ის უნდა გამომეტანა და გადამეხურდავებინა. არ ვიცი რა მომივიდა, სავარაუდოდ ხელი დავაჭირე, ჯერ არ აჩვენებდა ოპერაციას, მერე კი და მოკლედ მგონია, რომ გავაუქმე, ამოვიღე ბარათი და მოვდივარ.

მესიჯი მომივიდა 50 მეტრში ვარ 400 ევრო გაიტანეთო, გავიქეცი უკან გიჟივით, მივედი ბანკომატთან, სიცარიელეა, გვერდზე ეს საყვარელი ბაბუ იდგა და ვეკითხები: "ბაბუ, აქ ხომ არავინ იყო მოსული?,“ - აგერაა ბაბუ ფული, ამოიღო ჯიბიდან 8 ცალი 50 ევროიანი.

წარმოიდგინეთ მისთვის რა ძნელი იყო ამ თანხის დაბრუნება, რომ არა საკუთარი გასაჭირი, ნამდვილად დავუტოვებდი. მოკლედ, სულ ოქრო ადამიანი ვეძახე, დავასაჩუქრე რითაც შემეძლო ღარიბ ფერმერ ქალს და წამოვედი. ლიმონის გამყიდველი კეთილი და ღირსეული ბაბუ.