ავტორი:

კუს ტბის საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

კუს ტბის საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

კუს ტბის საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება, ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, 16 აგვისტოს კუს ტბის საბაგირო გზაზე დაგეგმილია გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, ასევე გზის ელექტრონული და უსაფრთხოების სისტემების ტესტირება.

მერიის ინფორმაციითვე, აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, კუს ტბის საბაგირო გზა ერთი დღით - 16 აგვისტოს მგზავრებს ვერ მოემსახურება.

“თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.