ავტორი:

"ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საერთაშორისო სააგენტოს სპეციალისტები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შევიდნენ და შეაფასონ უკრაინის  დესტრუქციული ქმედებები" - მარია ზახაროვა

რუსეთი "ყველაფერს გააკეთებს“, რათა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) სპეციალისტები სამხრეთ უკრაინაში ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ეწვიონ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

„სააგენტოსთან და მის ხელმძღვანელობასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა IAEA-ს სპეციალისტები შევიდნენ სადგურზე და მისცენ უკრაინული მხარის დესტრუქციული ქმედებების ჭეშმარიტი შეფასება”,- განაცხადა ზახაროვამ.

როგორც ცნობილია, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური -ყველაზე დიდი ევროპაში, რუსულმა ძალებმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიკავეს.