ავტორი:

თერჯოლის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას 4 წლის ბავშვი ემსხვერპლა - არსებული ინფორმაციით, ბავშვს დენმა დაარტყა

თერჯოლის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას 4 წლის ბავშვი ემსხვერპლა - არსებული ინფორმაციით, ბავშვს დენმა დაარტყა

თერჯოლის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას ოთხი წლის ბავშვი ემსხვერპლა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში სოფელ ძევრის მაჟორიტარი ავრცელებს.

შემთხვევა სოფელ ძევრში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ბავშვს დენმა დაარტყა.

დაშავებული თერჯოლის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმების მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.