პროკურატურამ 14 აგვისტოს თბილისში მომხდარი დანაშაულის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. საგამოძიებო უწყების განცხადებით, 17 წლის შვილმა, 19 წლის მეგობრის დახმარებით, დედა მოკლა.
მკვლელობაში ბრალდებულები დაკავებულები არიან. "მთავარი არხი" ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა თქვა დედის მკვლელობაში ბრალდებულმა შვილმა ჩვენებაში:
"მე რამილ ნასიბოვს მოვუყევი და გავანდე ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, რაც მქონდა მიღებული. მე მას ვუთხარი, რომ ვაპირებდი დედაჩემის მოკვლას ფანჯრიდან გადმოგდების გზით. მე მას ვთხოვე, რომ წამოსულიყო და ასეთ სიტუაციაში მარტო არ დავეტოვებინე და იგი დამთანხმდა. სტუმრების წასვლის შემდეგ, ჟალამ დაიწყო სუფრის ალაგება და სამზარეულო ოთახში ნივთების გადატანა, სწორედ სამზარეულო ოთახში არის ის ფანჯარა, საიდანაც მე და რამილს დაგეგმილი გვქონდა ჟალას გადაგდება", - ამბობს ბრალდებული.
სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. გარდაცვლილის შვილს ნ.ხ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“, „ი“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერული ნიშნით, ჯგუფურად, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით), ხოლო რ.ნ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“, „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერული ნიშნით, ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ნახეთ ასევე: