ავტორი:

"მამაჩემი ვისითაც ამაყობდა, ძმა და მეგობარი ეგონა, დღეს მეუღლისა და შვილების განადგურებით ემუქრება ბიძინას სახელით" - რას წერს სოსო გოგაშვილის შვილი ვახტანგ გომელაურზე?

"მამაჩემი ვისითაც ამაყობდა, ძმა და მეგობარი ეგონა, დღეს მეუღლისა და შვილების განადგურებით ემუქრება ბიძინას სახელით" - რას წერს სოსო გოგაშვილის შვილი ვახტანგ გომელაურზე?

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი სოსო გოგაშვილის შვილი ნინი გოგაშვილი "ფეისბუქში" მამამისის და შს მინისტრს ვახტან გომელაურის ფოტოს და პოსტს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც გოგაშვილი გომელაურზე წერდა: "# 1 შსს მინისტრი - ვახო გომელაური! მეამაყები ძმაო და მეგობარო, პოლიციელი გმირია..."

"რა საინტერესოა ცხოვრება და როგორ რადიკალურად შეიძლება შეიცვალოს. მამაჩემი ვისითაც ამაყობდა, ძმა და მეგობარი ეგონა, დღეს ციხეში მეუღლისა და შვილების განადგურებით ემუქრება ბიძინას სახელით. ბატონო ვახტანგ, ფრთხილად იყავით თქვენ და თქვენი კოლეგები, სანამ ჩვენი განადგურების გეგმაზე მუშაობთ, აბასთუმანში და ბიძინას თვალებში შესციცინებთ, ამასობაში თქვენ არ განადგურდეთ ნელ-ნელა და თქვენი ცხოვრება არ შეიცვალოს რადიკალურად. სანამ ჩვენს შვილებს მშვიდად არ სძინავთ ღამე, სიმშვიდეს თქვენც ვერასდროს მოიპოვებთ გპირდებით დროებით", - წერს ნინი გოგაშვილი.

შეგახსენებთ, გოგაშვილის განცახდებით, მას სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაურეკა და დაემუქრა.